მოისმინეთ ბზიკების სიმღერა, რომლითაც ევროვიზია 2026-ზე წარვდგებით (ვიდეო)
ფოტო: პირველი არხი
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, გამოვიდა სიმღერა, რომლითაც ჯგუფი ბზიკები ევროვიზიის სცენაზე დაბრუნდება. 2026 წლის ევროფესტივალზე საქართველოს სწორედ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები წარადგენენ, საკონკურსო სიმღერით On Replay.
სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ლიზი ჯაფარიძეს, იმავე ლიზი პოპს ეკუთვნის. გიგა კუხიანიძის დაწერილია ოთხივე სიმღერა, რომლებითაც საქართველომ სხვადასხვა წელს საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა. რაც შეეხება ლიზი პოპს, იგი ჩვენს ქვეყანას 2014 წლის ევროვიზია ჯუნიორზე წარადგენდა, მოგვიანებით კი, 2017 წელს, კონკურსის წამყვანადაც მოგვევლინა.
ბზიკების საევროვიზიო სიმღერის ვიდეოკლიპზე ზაზა ორაშვილმა იმუშავა. პირველი არხის ცნობით, მუსიკის თემა "ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ეპოქაში ადამიანის როლია" და, როგორც ორაშვილი ამბობს, ვიდეორგოლიც ამ კონცეფციას ეფუძნება: "რომ ციფრული ტექნოლოგიების დომინირების ეპოქაში ადამიანი უნდა დარჩეს ადამიანად".
ჯგუფმა ბზიკებმა — მარიამ კიკუაშვილმა, გიორგი შიოლაშვილმა და მარიამ თათულაშვილმა — საქართველოს ევროვიზია ჯუნიორზე პირველი გამარჯვება მოუტანა 2008 წელს. ამ ტრიუმფიდან 17 წლის შემდეგ, შარშან დეკემბერში, როცა საბავშვო ევროვიზიას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობდა, ბზიკები კონკურსზე ისევ გამოჩნდნენ და ახალი სიმღერა We Don't Sleep შეასრულეს, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: თვითონ სიმღერა ტიკტოკის ტრენდად იქცა, კონკურსის ფანების საკმაო ნაწილი კი გამოთქვამდა სურვილს, ჯგუფი "დიდების" ევროვიზიაზეც ეხილა.
საიუბილეო, რიგით 70-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 12, 14 და 16 მაისს გაიმართება, წელს 35 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს წარდგება.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები