საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე, მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა, მეტსახელად "თავა". დაკავებულებას ბრალად ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ედებათ.