საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შეუსაბამოა — ანგარიში
ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით 15 ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა. ანგარიში ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ეგიდით მომზადდა.
როგორც გაერთიანებული აუდიტის ანგარიშში წერია, საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში არ არის, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები შედარებით სუსტია და გაძლიერებას საჭიროებს. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან მეტი კოორდინაცია და ზედამხედველობაა საჭირო.
დაბინძურების მიზეზები
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზები მშენებლობა და ტრანსპორტია. ორივე სექტორში წარმოიქმნება CO (ნახშირჟანგი), SO2 (გოგირდის დიოქსიდი), NO (აზოტის მონოქსიდი), NO2 (აზოტის დიოქსიდი) და მყარი ნაწილაკები.
მათივე თქმით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. ამაე დროს, გამონაბოლქვიდან ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ხანდაზმული ასაკია, რადგან ქვეყნის ავტოპარკის 91 პროცენტი ათ წელზე მეტი ხნისაა და წვის ძრავა მოძველებულია.
ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირების პრობლემები
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალებების 76 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. მუნიციპალური მიკროავტობუსების, დაახლოებით, 40 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, 68 პროცენტმა ვერ შეძლო პროცედურების გავლა მათი ხანდაზმულობის და შიდა წვის სისტემების სიძველის გამო.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ინსპექტირების ლიცენზიის არქონის გამო, პოლიციამ ავტომობილების მხოლოდ 13,6 პროცენტი დააჯარიმა.
გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაკლოვანებები
ერთიანი აუდიტის დოკუმენტში წერია, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2012-2016 წლებში სრულად არ განხორციელებულა. 2017−2021 წლების გეგმა ფორმალურად არ არის დამტკიცებული, ხოლო მასში გაწერილი ზომები არ განხორციელებულა.
ამასთანავე, PM10 და PM2,5 ზღვრული ოდენობები არ არის ნახსენები ჰაერის ხარისხის შესახებ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში. CO, SO2, NOx, კადმიუმის, ნიკელის, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების ზღვრული ოდენობები განსხვავდება ევროკავშირის დირექტივებში მითითებული ლიმიტებისგან.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტობრივი მაჩვენებლები მისაღებ დონეს აღემატება:
- 2017 წელს საქართველოს დედაქალაქში განთავსებული სამი სადგურის მონაცემებით დადგინდა, რომ O3 (ოზონი) აღემატებოდა 167 პროცენტით, SO2 — 155 პროცენტით, ხოლო CO — 122 პროცენტით.
არასაკმარისი კოორდინაცია
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჰაერის დაცვის სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის კოორდინაცია არც საკმარისია და არც ეფექტიანი. 2017 წელს გამოიცა მთავრობის განკარგულება ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე პასუხისმგებელი პირების და მათი საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაკვირვებით, ყველა უწყება სრულად ვერ აცნობიერებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და სავალდებულო ჩარჩოთი განსაზღვრული ვადების მნიშვნელობას.
საუკეთესო პრაქტიკა
ანგარიში მოყვანილია გატარებული საუკეთესო პრაქტიკები:
- ჰაერის დაბინძურების სანქცია-საურავების გაზრდა 50 ლარამდე ფიზიკური პირებისთვის, ხოლო 200 ლარამდე იურიდიული პირებისთვის;
- 2019 წლის იანვრიდან ავტოინსპექტირება სავალდებულობა;
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სავალდებულო საავტომობილო შემოწმების ლიცენზიების შემოწმება სათვალთვალო კამერებით.
ზოგადი ანგარიში
ანგარიში საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მაგალითებია განხილული.
ყველაზე კარგ მაგალითად ესტონეთია მოყვანილი — ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ყველა დადგენილ სტანდარტს შეესაბამებოდა.
ნეგატიური მაგალითებად კი მოყვანილია პოლონეთი და ბულგარეთი, რომელთა საქმეებიც ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობების გაუთვალისწინებლობის გამო ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში წარადგინა.
ჰოლანდიაში აუდიტორების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხში უმნიშვნელო, მცირედი გაუმჯობესება ნამდვილად შეიმჩნეოდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და მთავრობას შესაძლოა უკეთესი შედეგისთვისაც მიეღწია.
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები