საქართველოს უახლესი ისტორია "არსის" 30–წლიან ბიოგრაფიაში (მეოთხე ნაწილი)
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია აბულაძის მოგონებების პირველი, მეორე და მესამე ნაწილი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა კი, გთავაზობთ ისტორიის გაგრძელებას, თუ როგორ გარდაიქმნა იდეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიად.
კომპანიის ისტორიის თხრობას "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს:
როგორც ვთქვი, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლებოდა, ახალი ცხოვრება კარზე გვიკაკუნებდა და ჩვენ ან უნდა გაგვეღო, ან სამუდამოდ ჩავკეტილიყავით. ნელნელა ვსწავლობდით ახლებურ ცხოვრებას. სამი თვე ვმსჯელობდით ქსეროქსის აპარატი გვეყიდა თუ არ გვეყიდა. ჩვენი გუნდის წევრი ალიკა არობელიძე ითვლიდა, ერთი ფურცლის გატარება რა ღირს, რამდენი გვჭირდება, ფორმულები შეადგინა და დაასკვნა, რომ ჩვენ თუ ქსეროქსს ვიყიდით, თანხას 12 წელიწადში ამოვიღებთ, ამიტომ ამას აზრი არა აქვს, ჯობია, გარეთ გავიდეთ და ასლი გადავიღოთ ხოლმეო. ვუხსნიდი, ქსეროქსს სხვა ფუნქციებიც აქვს, კომპილაციას, მონტაჟს აკეთებს. თეთრ, ლამაზ ფურცელზე რომ დავბეჭდეთ ჩვენი პროექტები და ნახეს, ვაა, სად დაბეჭდეთო? – გვეკითხებოდნენ. აი, კიდევ ერთხელ, საიდან მოვდივართ.
დიდი მოვლენა იყო ფაქსის აპარატის ყიდვა. საბჭოთა კავშირში ასეთი აპარატები კაგებეს მკაცრ კონტროლზე ჰქონდა აყვანილი. ფაქსით ხომ ნახატის, ნაწერის, უწყების დოკუმენტების გადაცემა შეიძლებოდა. მივედით საყიდლად და ვეკითხებით, კაგებედან ცნობა უნდა მოვიტანოთ? არა, ნომერი აიღეთ, დააყენეთ და მერე დაგარეგისტრირებენო. კაგებეში რომ მივედით, ჯერ გვითხრეს, ის შვებულებაშია, იმას არ ეხებეო. ერთი კვირა ვიარეთ, მერე გვითხრეს, თავი დაგვანებეთო. ესეც საოცარი იყო.
სიტყვა დეველოპმენტი მაგრად გვჭრიდა ყურს. ვერ ვეგუებოდით. ამას დაემთხვა ის, რომ 1991 წელს ამერიკაში ვიყავით მე და თამაზ ლობჟანიძე და იქ ვნახე პატარა კოტეჯების მშენებლობები. პირველად იქ ვნახე თაბაშირ-მუყაო, მჩატე კედლები, გამარტივებული და ეფექტური სამშენებლო ტექნოლოგიები. მერე ვიყავი ბელგიაში და იქაც დეველოპერულ კომპანიებს ვეცნობოდი. გავიგეთ, რა არის მიწის დეველოპმენტი და სხვა ბევრი რამ.
შოთა ყავლაშვილმა, იმ პერიოდში თბილისის მთავარი არქიტექტორი იყო, ერთი მშენებელი გამოგვიგზავნა: "მზიურის" მოსაზღვრე ტერიტორია აინტერესებდა. მოვიდა ის კაცი და გვეუბნება: აქ და აქ, მინდა ორი თერთმეტსართულიანი კოოპერატიული სახლის აშენება. იცოდეთ, ჩვენ არაფერი არ გვეშლება, ვიცით: Кесарю кесарево! - გაჩუმდა და დაამატა: - И даже больше! - მოკლედ, გაგვაგებიანა, კარგად ვიხდიო. წარმოიდგინეთ, რუსულად, თანაც გამოკვეთილი მეგრული აქცენტით ნათქვამი ეს - "კეისარს კეისრისა და უფრო მეტი", რა შთაბეჭდილებას მოახდენდა.
მე და როსტიკას მაგიდები მიდგმული გვქონდა და ისე ვისხედით, რომ ერთმანეთს პირისპირ ვუყურებდით. დავიწყეთ ფიქრი, რა ვქნათ? "უფრო მეტიც", რა მოვთხოვოთ? ჯერ ვთქვით, სახელოსნო გამოვართვათო. მაშინ ამ გზით არქიტექტორები სახელოსნოებს იღებდნენ. ჩვენც ამაზე ვფიქრობდით. მერე ირაკლიმ თქვა: იმას რატომ მოვთხოვოთ, მოდი, ჩვენ ავაშენოთ და ჩვენვე გავყიდოთო.
ასე დავიწყეთ ფიქრი კომერციულ ბინათმშენებლობაზე.
იმ ამბებში, რაც კომპანია "არსს" გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – "არსი" 30 წლისაა.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები