საქართველოს უახლესი ისტორია "არსის" 30–წლიან ბიოგრაფიაში (მესამე ნაწილი)
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია აბულაძის მოგონებების პირველი და მეორე ნაწილი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა კი, გთავაზობთ ისტორიის გაგრძელებას, თუ როგორ გარდაიქმნა იდეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიად.
იმ ამბებში, რაც კომპანია "არსს" გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – დღეს "არსი" 30 წლისაა.
როდესაც კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა, არქიტექტორი, "არსის" დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი, რუსეთში გადიოდა სამხედრო სამსახურს. შემორჩენილია წერილი, რომელშიც ირაკლის მეგობრები სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ:
"როსტიკ!
როგორ ხარ? გწერ სამსახურიდან (კადეტთა კორპუსიდან), უკვე მოვეწყვეთ, ვმუშაობთ, ვაკეთებთ ამ კადეტთა კორპუსს, უნდა გადავაკეთოთ რუსთაველის საზოგადოებისთვის. შეგიძლია, აწი გვწერო საერთო წერილები. იმიტომ, რომ ყოველ დღე ვხვდებით აქ. ცოტა ხშირად გვწერე, არაფერი არ მოგივა. 25 თებერვალს თბილისში იქნება სამგლოვიარო (სატრაურო) მიტინგი, მიძღვნილი საქართველოს გასაბჭოებისადმი. აბა! შენ კიდევ ემსახურები მანდ სატანას. დაადე მაგათ და წამოდი.
ეხლა კარგ რამეს გეტყვი. შენ თუ მანდ გაჩითავ ფორმების ან ტყავების კარგ პონტს, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიდეთ არყებით და ფულით, ოღონდ ჩამოსვლა უნდა ღირდეს. გაჩითე მანდ და თუ რამე ნახე, მომწერე დაწვრილებით. ველით შენს წერილებს.
გაგა. 18. 02. 89".
ირაკლი როსტომაშვილი, არქიტექტორი, "არსის" დამფუძნებელი:
სახალისო წერილებს მწერდნენ. ერთ წინადადებას ერთი წერდა, მეორეს მეორე და ა.შ. მიგზავნიდნენ ჩვენი ობიექტების ფოტოებს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქქალაქმშენის სახპროექტში, ერთ სახელოსნოში, გვერქვა "მზიურის" ჯგუფი. გია აბულაძე იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი, ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. მანამდე იყვნენ გია აბულაძე, ირაკლი მასხარაშვილი და ბიძინა ჩიგოგიძე. მერე ჩვენ მივედით, მე, გაგა კიკნაძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი, ლევან მუშკუდიანი, გიორგი ინასარიძე და შეიქმნა დიდი ჯგუფი.
პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1983 წლს დავამთავრე, 1988 წლის აგვისტოში კი სრულიად მოულოდნელად, დღემდე აუხსნელი მიზეზით, გამიწვიეს შეიარაღებულ ძალებში ოფიცერად. ორწლიანი ვადა იყო. ვინ არ ჩაერია, თენგიზ აბულაძე, ზურაბ წერეთელი, გურამ მირიანაშვილი, არაფერმა არ მიშველა, სვერდლოვსკში ამოვყავი თავი.
აქედან რომ წავედი, გაქანებული საბჭოთა კავშირი იყო, ტროლეიბუსის ბილეთი 4 კაპიკი ღირდა, კომკავშირის ცეკაში თათბირებზე დავდიოდით, "მზიურს" კომკავშირის ცეკა პატრონობდა, რადგან საბავშვო ქალაქად იყო ჩაფიქრებული. იქ ვარ და აქედან წერილებში რაღაც არაფორმელებს, მიტინგებს ახსენებენ. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს არაფორმალები, რატომ ტარდება მიტინგები. მე ერთი მიტინგი ვიცოდი, ზუსტად 10 წლის წინ, მეათე კლასში რომ ვიყავი, 14 აპრილს სკოლიდან გამოვიქეცით და რუსთაველზე დავდექით. მერე მომწერეს, რომ გადავწყვიტეთ, კოოპერატივი გავაკეთოთო. ჩემთვის მაგიდა უკვე გამზადებული ჰქონდათ. მოვახერხე და 9 თვეში ჩამოვედი. ჩამოვედი და მოვხვდი სულ სხვა ქვეყანაში.
ვიყავით არქიტექტორული სტუდია. ვიღებდით შეკვეთას, ვაკეთებდით პროექტებს. იცვლებოდა გემოვნება, ახალი მაღაზიები, ოფისები, სპორტული მოედნები ჩნდებოდა, ბევრი რამ გავაკეთეთ. მერე სახელმწიფომ რუსთაველის საზოგადოებას გამოუყო ფული და საპროექტო სამუშაოებში ჩავერთეთ. ის შენობა იყო ყოფილი კადეტთა კოპუსი, ყაზარმა. გრძელი კორიდორი და ჩამწკრივებული ოთახები, ბოლოში კი საერთო ტუალეტი. იქ მოგვცეს ერთი დიდი ოთახი. გვერდით ოთახებში იყვნენ ახლადშექმნილი პარტიები. იქ გაუთავებლად მიდი-მოდიოდნენ ვიღაც გაუგებარი ტიპები, ყაყანებდნენ. ზუსტად ჩვენ ქვემოთ პროსპექტზე კი ბარიკადები ჰქონდათ აგებული და მიტინგები იმართებოდა. რაღაც ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. მათთან სულ დავიდარაბაში ვიყავი.
მოვედი ერთხელ, გავაჩერე ჩემი "ნივა" და ვხედავ, ჩვენი სადაბაზოს კართან სამი კაცი დგას და შარდავს. თან ერთს სამფეროვანი დროშა უჭირავს. დავუწყე ყვირილი, რას შვრებით, რა არის, ვინ ხართ? ისინიც შემეპასუხნენ და დაიწყო ჩხუბი. მოკლედ, წავართვი ის დროშა, თანაც სულ ის ხის ტარი ვურტყი. ისინი გაიქცნენ, დროშა ჩვენს ოთახში ამოვიტანე. დავხედეთ და ტარზე ეწერა, რა "ბრძოლები" ჰქონდა გადატანილი: 9 აპრილი, იპოდრომი და კიდევ რაღაც. დიდხანს მქონდა შენახული ეს ნადავლი.
ტელეფონის დადგმა ხომ დიდი ფუფუნება იყო, ძალიან ჭირდა. აღმასკომში ვიჩალიჩეთ, მოგვცეს ნომერი და დავდგით. შემოდიოდნენ და რეკავდნენ. მერე ძალიან აურია ამ ტელეფონმა, ავიღებდით ყურმილს და გამუდმებით ვიღაც ლაპარაკობდა, გავედი დერეფანში, გავყევი ხაზს და ვნახე, თავიანთ ოთახში შეუყვანიათ და აპარატი მიუერთებიათ. ამაზეც დავცხე.
ჩემი და არაფორმალების დაპირისპირება შემდეგაც გაგრძელდა. რაღაც წვალებით ვიშოვეთ ერთი მანქანა ბლოკი მარნეულის რაიონში. მანქანას ხილიანზე უნდა მოეტანა ბლოკი. ველოდები, ველოდები. მობილურები ხომ არ იყო, ქაღალდის ნაგლეჯზე მაქვს მანქანის ნომერი ჩაწერილი. არ მოვიდა და გამწარებული ამოვედი რუსთაველზე, ოფისში. რას ვხედავ, ეს მანქანა სანაპიროზე დაუჭერიათ არაფორმალებს და ჩვენი ბლოკი რუსთაველზე ბარიკადებზე დაუყრევინებიათ.
მოკლედ, საბჭოთა კავშირიდან წავედი და ერთ წელიწადში ასეთ გარემოში დავბრუნდი. "არსი" 1989 წლიდან – დღეს, 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი შეუსრულდა. "არსის" 30–წლიან ისტორიას სტატიების სერიაში მოგითხრობთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი...
დღეს კომპანია "არსს" 30 წელი შეუსრულდა.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები