დედამიწა 4,5 მილიარდ წელზე მეტია რაც არსებობს და სხვა პლანეტებთან ერთად მზის გარშემო ბრუნავს.

ადამიანთა ფანტაზიაში დედამიწის განადგურების არაერთი სცენარი არსებობს, დაწყებული პლანეტა X ნიბირუსგან, რომელიც დედამიწას 2012 წელს უნდა შეჯახებოდა 3000 წლიანი ციკლის შემდეგ და დამთავრებული ასტეროიდების ცვენითა და უცხოპლანეტელების მიერ Death Star-ის მსგავსი აპარატის სამიზნეობით.

ჩვენ კი ვისაუბროთ არა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის, არამედ თავად პლანეტის აღსასრულის შესახებ. სიცოცხლე აქ რამდენჯერმე თითქმის მთლიანად განადგურდა. ყოველი ასეთი მოვლენისას, დედამიწაზე მობინადრე სიცოცხლის ფორმების 75-90% იღუპებოდა. ასეთი დიდი გადაშენება დედამიწის არსებობის პერიოდში ექვსჯერ მოხდა.

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში?

ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, მაგრამ კაცობრიობის ხელში არსებული ცოდნის საფუძველზე, გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეიძლება.

მაშ ასე, როგორი იქნება დედამიწა ათასი, 2 ათასი, 10 ათასი, მილიონი, მილიარდი და 100 კვინტილიონი წლის შემდეგ:

1000 წლის შემდეგ

ყველა შენობა-ნაგებობა დაიშლება

აპოკალიფსი

ფოტო: YorkBerlin/Shutterstock

თუ ცივილიზაცია დაეცემა, კაცობრიობა სრულად ან ნაწილობრივ განადგურდება, დღევანდელი შენობა-ნაგებობები, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა დაიშლება.

ახალი პოლარული ვარსკვლავი

პოლარული ვარსკვლავი

ფოტო: Joseph Brimacombe/flickr

Gamma Cephei - ცეფევსის თანავარსკვლავედის ბინარული სისტემა დედამიწის ღამის ცაზე პატარა დათვის ალფას ჩაანაცვლებს და ახალი პოლარული ვარსკვლავი გახდება.

2000 წლის შემდეგ

გრენლანდიის ყინულოვანი საფარი დადნება

არკისებრი აისბერგი, გრენლანდია

ფოტო: Henri Vandelanotte/Shutterstock

ყინულის საფარი მთლიანად დადნება და ზღვის დონე 6 მეტრით აიწევს.

50 ათასი წლის შემდეგ

ნიაგარას ჩანჩქერი გაქრება

ნალის ჩანჩქერი

ფოტო: Vlad G/Shutterstock

296 ათასი წლის შემდეგ

ვოიაჟერ-2 სირიუსს ჩაუვლის

ვოიაჟერი

ფოტო: Wikipedia

დედამიწიდან 1977 წლის 20 აგვისტოს გაშვებული კოსმოსური ხომალდი ვოიაჟერ-2 ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ სირიუსს ჩაუვლის.

1 მილიონი წლის შემდეგ

მონუმენტები და ძეგლები ჯერ კიდევ იდგებიან

გიზის პირამიდები

ფოტო: WitR/Shutterstock

გიზის პირამიდები, რაშმორის მთა, ჩინეთის დიდი კედელი და სხვა მსგავსი მონუმენტები ჯერ კიდევ იდგებიან თავიანთ ადგილებზე. სხვა დანარჩენი, რაც ადამიანს შეუქმნია, ყველაფერი განადგურდება, დაიშლება და აორთქლდება.

5 მილიონი წლის შემდეგ

მამაკაცები აღარ იარსებებენ

დნმ

ფოტო: Liya Graphics/Shutterstock

Y ქრომოსომა იმ დონეზე დეგრადირდება, რომ მამრობითი სქესი აღარ იარსებებს.

10 მილიონი წლის შემდეგ

დედამიწაზე სიცოცხლე კიდევ ერთხელ განადგურდება

კვაზარი

ფოტო: Igor Zh./Shutterstock

T Pyxidis ბინარული სისტემა აფეთქდება და მის მიერ გამოსროლილი რადიაცია დედამიწაზე დარჩენილ სიცოცხლეს მოსპობს.

50 მილიონი წლის შემდეგ

ანტარქტიდა დადნება

ანტარქტიდა

ფოტო: GybasDigiPhoto/Shutterstock

ზღვის დონე 75 მეტრით აიწევს. ამავე დროს აფრიკა ევროპას შეერწყმება, ხმელთაშუა ზღვის აუზი გაქრება და მის ადგილას ჰიმალაის მსგავსი მთათა სისტემა წარმოიქმნება. ერთმანეთს ავსტრალია და ინდონეზიაც შეუერთდებიან.

1 მილიარდი წლის შემდეგ

დედამიწაზე ადამიანთა ცხოვრება შეუძლებელი გახდება (თუ აქამდე მოვაღწიეთ)

მზე

ფოტო: NASA

მზის სიკაშკაშე 10%-ით გაიზრდება, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა აიწევს, ოკეანეები დაშრება. პოლუსებზე ცოტა, მარტივი ფორმის სიცოცხლის არსებობისთვის საკმარისი, წყალი დარჩება.

3,5 მილიარდი წლის შემდეგ

დედამიწა ვენერას მსგავსი პლანეტა გახდება

ვენერა

ფოტო: NASA

ტემპერატურა ზედაპირზე: 460 გრადუსი.

7,9 მილიარდი წლის შემდეგ

მზე ზომაში 256-ჯერ გაიზრდება

დედამიწა და მზე

ფოტო: Vadim Sadovski/Shutterstock

შედეგად, ჩაყლაპავს მერკურის, ვენერას და შესაძლოა დედამიწასაც.

100 კვინტილიონი წლის შემდეგ

დედამიწა ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება

დედამიწა

ფოტო: NASA

თუ ჩვენი პლანეტა ამ ყველაფერს გადაურჩა, მაშინ 100 კვინტილიონი წლის შემდეგ, ის თავის ორბიტას მოწყდება და მშვიდად იდრეიფებს ღია კოსმოსში იქამდე, ვიდრე სამყარო არ შეწყვეტს არსებობას.