არ არსებობს უმუშევარი ქალი — 8 მარტს თბილისში მსვლელობა გაიმართება
არ არსებობს უმუშევარი ქალი — ამ სლოგანით 8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობის ქსელი და ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) მსვლელობას გამართავენ. ქალთა დაცვის საერთაშორისო დღეს ისინი მანიფესტს წარადგენენ, რომელშიც ქალების უხილავ და დაუფასებელ შრომაზე საუბრობენ.
მანიფესტში ხაზგასმულია, რომ სამსახურში 40 საათზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, ქალებს სახლში "მეორე ცვლა" ელოდებათ. მათი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირებაა.
"გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის "ბუნებრივ" მოვალეობებად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი", — წერია განცხადების ტექსტში.
გარდა ამისა ისინი დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ქალებმა უკვე გამაოცხადეს გაფიცვა და აღარ აჩენენ ბავშვებს, რადგან კაბალურ პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც ჰქონდეთ. ასევე ორ წლამდე გაიზარდოს დეკრეტული შვებულება და საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება ექვსი თვიდან ორ წლამდე იყოს.
მანიფესტის ავტორები სექსუალური შევიწროების საკითხსაც ეხმიანებიან. მათი თქმით, შევიწროება უნდა დასრულდეს და საზოგადოების ყოველი წევრი ვალდებულია ჩაერიოს და დაიცვას ერთმანეთი მსგავსი ფორმის ძალადობისგან.
ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა განათლების სისტემას და მისი ხარისხის ამაღლებასაც ეხება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა არამხოლოდ ზოგად და სპეციფიურ ცოდნას აძლევდეს ადამიანს, არამედ უყალიბებდეს მას ფართო, სამოქალაქო ცნობიერებას.
მანიფესტის მოთხოვნებშია ღირსეული პენსია, ხარისხიანი ჯანდაცვა, გაუმჯობესებული საჯარო ტრანსპორტი, სუფთა ეკოლოგია, საბინაო პოლიტიკის დახვეწა და სხვა მოთხოვნებიც.
"8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა", — წერია განცხადებაში.
მანიფესტის სრული ტექსტი იხილეთ აქ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები