ლევან გოგიჩაიშვილი

19 Feb. 2019, 14:21

რაც მაშფოთებს არის ის, რომ მუდმივად არავინ არ გვეთანხმება ამ კანონპროექტებში. ეს უკვე რაღაცნაირ ფორმას იღებს. მესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმების საკმარისი რაოდენობა შევკრიბოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ხომ შეიძლება ისე წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

ასე სულ სიარული, სიჯიუტე, არავის გათვალისწინება, მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი, რომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პრინციპში სწორია, მაგრამ ჩვენს გარდა ამას მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგანაც. მარტო ტექნიკური მხარე ხომ არაა, 50 კაცმა ხმა მისცეს. იქნებ ცოტა მეტი დრო დავუთმოთ იმ ხალხს, მოვუსმინოთ, თუ არ გვინდა განსხვავებული აზრის მოსმენა, მესმის, არ არის ხანდახან ადამიანისთვის ეს სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ ხომ გვევალება, მთავრობას ევალება.

ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უშიშროების საბჭოს შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  5. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული

მსოფლიოში წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: როცა საქმე საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქის…