როგორ "გავზომოთ" კარგი საზოგადოება
ფოტო: migrationdataportal.org
ერთხელ, შინაურ ატმოსფეროში, კარგი წითელი ღვინის ჭიქით ხელში, დასავლური ლიბერალური კაპიტალიზმის დამცველი ინტელექტუალი და მისი სიყრმის მეგობარი, ამჟამად, სულიერი მოძღვარი, თანამედროვე საზოგადოებების ნაკლებსა თუ უპირატესობებზე დავობდნენ.
დასავლელის არგუმენტაციის ჯაჭვის კულმინაცია ყოველთვის ე.წ. კეთილდღეობა გახლდათ. მისთვის ცხადი და ბუნებრივი დაშვება გახლდათ ის რომ, სწორედ ამ კეთილდღეობისკენ იღწვის ადამიანთა უმრავლესობა (ასკეტების გამოკლებით). მოძღვარი კი სრულიად ლეგიტიმურად სვამდა შეკითხვას: რა იცი რომ კეთილდღეობაშია ბედნიერება? რა ობიექტური საზომი გაგვაჩნია იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა თავს თავისუფალ, ქაოტურ და კაპიტალისტურ "წეწვა-გლეჯაზე" დაფუძნებულ საზოგადოებაში უფრო კომფორტულად იგრძნობს?
არადა, მართალია კაცი. იქნებ ჯობდეს შევეშვათ წეწვა-გლეჯვას, ყველა რაღაც ერთ სიკეთეზე შევთანხმდეთ. თითოეულმა რაღაც თვის სურვილებზე უარი თქვას. ვისაც არ აწყობს, ნუ, ის დაიჩაგრება ცოტათი, რა ვქნათ. სამაგიეროდ, ჯამში ყველა უფრო ბედნიერი შეიძლება იყოს. არის ასეთი საზოგადოებებიც ამ ქვეყნად. გვაქვს დიქტატურები როგორებიცაა ყიგიზეთი, თეოკრატიები როგორიცაა ირანი, კომუნიზმები როგორიცაა კუბა, და ა.შ. რა ვიცით რომელი უფრო ბედნიერი იქ მცხოვრები უმრავლესობისათვის? როგორ შევადაროთ ობიექტურად ამა თუ იმ საზოგადოების ე.წ. სიკარგე მასში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისათვის?
მოდი ვეცადოთ ვიპოვოთ შეფასების ისეთი კრიტერიუმი, რომელიც ყველასათვის დაკვირვებადი და ერთნაირად მისაღები იყოს. ვიპოვოთ მაჩვენებელი რომელიც ცალსახად გვეტყვის რა ურჩევნია ხალხის უმრავლესობას.
ფულები დავთვალოთ?
ხშირად მოჰყავთ GDP per capita და მსგავსი სტატისტიკური მონაცემები ამა თუ იმ ქვეყნის სიკარგის დასასაბუთებლად. ქვეყნის ყველა სტატისტიკური მონაცემით თუ ვიმსჯელებთ ჩრდილო კორეაში მოსახლეობას მატერიალურად უკიდურესად უნდა უჭირდეს. ბევრი რამ აკლიათ, ანუ (ისევ იმ ტერმინოლოგიას მოვიშველიებ) ერთი სიტყვით არ აქვთ კეთილდღეობა. სამაგიეროდ შეხედეთ ამ სახეებს, ნუთუ ეს ჩრდილოკორეელი გოგოები უბედური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ?
მხოლოდ ფულსა და მატერიალური სიკეთეს ხომ არ მოაქვს ბედნიერება. ხომ შეგიძლია იყო ღარიბი, მაგრამ ამაყი, ღირსეული, სულიერად აღვსილი? ბოლო-ბოლო შეგიძლია, ისე რევსო საყვარელი ბელადის სიყვარულით რომ ყველაფერი დანარჩენი გეკიდოს ამ ქვეყნად. ანუ ფული ყველასათვის მისაღებ ობიექტურ საზომად ვერ გამოდგება.
ხალხს ვკითხოთ?
დაუბრუნდეთ ჩრდილოკორეელ გოგოებს. ესენი რომ გამოკითხო, ყველა გეტყვის ბედნიერი ვარო. კაცმა არ იცის შიშის გამო იტყვის ასე, თუ მართლა ასე სჯერა ალტერნატივის არ ცოდნის გამო. ბედნიერება იმდენად სუბიექტური რამაა, რომ რა იცი, იქნებ, მართლაც ბედნიერად არიან? იქნებ ჯობია "ოდნავ" ჩაგრული არცოდნასა და არქონაში საკუთარ თავს ბედნიერად გრძნობდე, ვიდრე ამ კაპიტალისტურ მორევში გჭირდეს ეგზისტენციალური კრიზისები და სამაგიეროდ, "ვითომ" თავისუფალი იყო.
იქნებ, მართლები არიან საბჭოთა კავშირის ფანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაშინ უფრო კარგი ცხოვრება იყოო. დარწმუნებული ვარ, საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში კმაყოფილების ინდექსი გამოკითხვის შედეგად რომ დაედგინათ, ცალსახად გაუსწრებდნენ ნორვეგიასა და შვედეთს, სადაც ხალხი ძალიან ბევრს წუწუნებს და ჩივის. ანუ ხალხის პირდაპირი გამოკითხვაც გამოირიცხა. ანუ მთელი ეს ხალხის ნების გაცხადება, არჩევნები და ა.შ. "ტუფტაა".
მაშ, როგორ გამოხატავს ადამიანი ყველაზე გულწრფელად იმას კმაყოფილია თუ არა თავისი ცხოვრებით?
მატერიალიზებული პასუხი
ავიაციის მუზეუმის ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ექსპონატი ერთი თვის წინ კიდევ ერთხელ მოვინახულე მეგობრებთან ერთად. ვინმე თუ მახლავს ყოველთვის მიმყავს ხოლმე და ამ საფრენ აპარატთან დაკავშირებულ ისტორიას აღტაცებით ვუყვები. თქვენც მოგიყვებით.
ეს თავისი თვისებებით გენიალური თვითმფრინავი შექმნილია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. გამოყენებულია მხოლოდ უიაფესი საყოფაცხოვრებო მასალები და მოტოციკლის ძრავები. აქვს იდეალური აეროდინამიკა. შეუძლია ნებისმიერი მინდვრიდან აფრენა და იტევს ხუთ ადამიანს.
ტრაგიკული მისი დანიშნულებაა. აპარატი შექმნა გენიოსმა ინჟინერმა თავის ოჯახთან ერთად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან დასავლეთში გაქცევის მიზნით. იგი დააპატიმრეს და "ჩააციხეს". კაცს სოლიდური სამსახურიც ჰქონდა, არც ფინანსურად უჭირდა, მაგრამ რატომღაც არჩია თავისი გენია და მრავალი წლის შრომა სოციალისტური სამშობლოს კეთილდღეობისკენ კი არ მიემართა, არამედ გადაწყვიტა ეს ტექნიკის საოცრება სოციალისტური სამშობლოსგან თავის დასაღწევად შეექმნა.
ეს ერთეული შემთხვევა როდი გახლდათ. ბერლინში ე.წ. გაქცევის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც იმ ადამიანთა ამბები და მათთან დაკავშირებული ნივთებია თავმოყრილი, რომლებიც DDR-იდან წარმატებით თუ წარუმატებლად გარბოდნენ. ჯამში 2 მილიონამდე ადამიანმა დატოვა სოციალისტური გერმანია და გადავიდა ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირიქით? არ ვიცი? მე მგონი არც არავინ.
მიგრაცია
თუ დავუშვებთ, რომ ადამიანი ტოვებს იმ ადგილს, სადაც არ მოსწონს და მიდის იქ სადაც ურჩევნია (მე მგონი ყველასათვის მისაღები დაშვებაა) მიგრაციის ნაკადის მიმართულება იქნება სწორედ ის საზომი, რომელიც გვეტყვის რა ურჩევნია ადამიანების უმეტესობას სინამდვილეში.
მსოფლიო მიგრაციის სტატისტიკას თუ შევისწავლით, დავადგენთ, რომ მსოფლიო რუკაზე ჩითავს ქვეყნები, სადაც შეუდარებლად მეტი ადამიანი შეედინება ვიდრე გამოედინება. ან პირიქით არის ცალსახად ცუდი ქვეყნები, საიდანაც ხალხი გარბის.
როგორც არ უნდა ვატრიალოთ რუკები და რიცხვები, ერთი ტენდენცია ცხადია : ხალხი მიედინება ნაკლები კეთილდღეობის მქონე ქვეყნებიდან მეტი კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში. ანუ ადამიანთა გაზომვადი, რიცხობრივი უმრავლესობა და ამას ხაზი მინდა გავუსვა, ისე სადღეგრძელოს "პონტში" ნათქვამი: "არ გავცვლი სალსა კლდეებსა" და "არც ერთი ვენესუელელი არ დათმობს სამშობლო მიწის უკანსაკნელ გოჯს". არა, საყოველთაო ფაქტია, რომ მილიონობით ადამიანი ყველაფერს უკან ტოვებს და უკეთეს ცხოვრებასა და კეთილდღეობას მისდევს კუდში.
ანუ მიგრაცია არის ის უტყუარი და ობიექტური მაჩვენებელი რომელიც ცალსახად მიგვითითებს, სად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანების უმრავლესობა. ადამიანებს ურჩევნიათ კეთილდღეობა სიღარიბეს, თავისუფლება — დიქტატურასა და თეოკრატიას.
პროფესორ რიქსენის ბაბუის სამშობლო
პროფესორი რიქსენი ამჟამად ერთ-ერთი ევროპული უნივერსიტეტის მნიშვნელოვან ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. ჯერ საქმიანი მიზეზით გავიცანი, მერე დავმეგობრდით და ერთმანეთის უკეთესად გაცნობისას, ცხადია, ერთმანეთის წარმომავლობა გამოვიკითხეთ.
მისი კილოდან გამომდინარე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბელგიელი ან ელზასელი იქნებოდა. ფრანგული ენის ჰაეროვანი სიმსუბუქე და მიუხედავად ამისა, სწორად გამოთქმული მკაფიო გერმანული თანხმოვნები მეტყველებდა მის ორენოვან წარმოშობაზე.
ჩემი educated guess ამაყად მივახალე. მან კი საოცარი ამბავი მომიყვა საპასუხოდ, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ.
პროფესორი რიქსენი და მისი წინაპრები თავს არც ერთი ერის წარმომადგენლად არ აღიარებდნენ. ისინი დღემდე თავს ამაყად არარსებული სახელმწიფოს Neutral-Moresnet-ის შვილებად მიიჩნევენ.
მოკლედ, ნაპოლეონის ომების შემდეგ, 1814 წელს ვენის კონგრესზე ევროპის ხელახალი დაყოფა მოხდა. მცირე სადაო ტერიტორიაზე პრუსიასა და ჰოლანდიას შორის (შემდგომშ გერმანია და ბელგია) ვერ მოილაპარაკეს, არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოტოვეს და აღმოჩნდა, რომ პაწასინა სამკუთხედი არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა, არც ჯარი იდგა ზედ, არც მთავრობა იყო და არც ხელისუფლება.
უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესია (?)
წარმოიდგინეთ ომის შემდგომ პერიოდში სადაც გაჭირვება, ძალადობა და ძარცვა სუფევდა მთელს კონტინენტზე რა ბედი ეწეოდა უპატრონოდ დარჩენილ სოფლებსა და ქალაქებს. ბუნებრივია, ივარაუდო, რომ ეს ტერიტორია განუკითხაობისა და ქაოსის ბუდედ იქცეოდა, ხალხი დატოვებდა სახლ-კარს და გაიქცეოდა.
მოხდა საპირისპირო. მოსახლეობა პირველ 10–15 წელიწადში გაათმაგდა და თავისი 100-წლიანი არსებობის მანძილზე განუხრელად იზრდებოდა. ხალხის ტევა არ იყო ამ მიწის პაწაწინა ნაგლეჯზე. ემიგრანტები არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან მოედინებოდნენ, არამედ ამერიკიდან და ჩინეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ.
ინდუსტრია, მრეწველობა, გართობისა და მომსახურების სფეროები აყვავდა მიუხედავად იმისა, რომ არც სავალდებულო სასამართლო სისტემა არსებობდა, არც პროფკავშირები და არც რაიმე სხვა ტიპის სახელმწიფოებრივი სერვისი ფუნქციონირებდა ამ ტერიტორიაზე.
ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არც განსაკუთრებული პატრიოტიზმი ამოძრავებდა, არც მეფე ჰყავდათ რაიმე თავდადებული, არც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არც მსოფლიოში უნიკალური ენა და დამწერლობა და არც რკინის ხელთათმანიანი ლიდერი, მსოფლიო რო ჩექმის ქვეშ ჰყავს მოქცეული ისეთი. ყველა თავისთვის იყო, მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და იყვნენ ასე სხვებზე ბევრად უკეთესად. ამას რა საფუძვეზე ვამტკიცებთ? იმიტომ, რომ ცუდად რომ ყოფილიყვნენ, მოსახლეობა არ გაათმაგდებოდა! ხალხი გაიქცეოდა, მათ ხომ DDR-ისაგან განსხვავებით იმ უპატრონო ადგილას არავინ აკავებდა.
ძლიერი ხელი გვჭირდება და მაშინ იქნება კაი ცხოვრებაო, ვინც გეტყვით, იმას მოუყევით ეს ორი ამბავი. უფროსი თაობის მართლა მესმის, ასე გაიზარდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად გული მაშინ მტკივა ხოლმე ასეთი "ძალა ერთობაშია" და "ძლიერი ხელი" ბაზარი ახალგაზრდებისგან მესმის.
მე და ჩემი დასკვნა
კარგი საზოგადოების შესაქმნელად აუცილებელია უამრავ ადამიანთან მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ რაა სწორი და მართებული ყველასათვის ერთად. ეს ძალზე რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად სხვასთან კი არა საკუთარ თავთან მიჭირს ხოლმე ერთ აზრზე შეთანხმება. ხანდახან დილას ერთი რამ მინდა, საღამოს — სხვა, ერთი წლის წინ რაც მართებული მიმაჩნდა, დღეს აღარ ვეთანხმები და როგორ გინდა ახლა მილიონობით ადამიანს შეუთანხმდე ისეთ სუბიექტურ რამეზე, რასაც ბედნიერი საზოგადოება ჰქვია. ჰოდა, როგორც ჩანს, კაცობრიობის უმრავლესობაც ჩემსავითაა. საუკუნეებია ადამიანთა უწყვეტი ნაკადები მიედინებიან იმ ადგილებიდან, სადაც ყველამ იცის ის ერთი რამ, რაც უნდათ, იქითკენ, სადაც ყველა თავისთვის ახურებს და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა







კომენტარები