ყველაზე მოკლე გზა ოცნებების ასახდენად — ალექსანდრე კალანტაროვი
plastikus ბერძნულად ფორმის მიცემას, ლათინურად კი დახვეწილს ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ გარეგნობაზე ოცნებებს, მოეხსენება, რომ ყველაზე მოკლე გზა ამ ოცნებების ასახდენად რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ ქირურგ ალექსანდრე კალანტაროვამდე მიდის.
ბევრისგან მოვისმინე კიდეც - "ის, რაც 10 ექიმს ვერა, ალექსანდრე კალანტაროვს შეუძლიაო". ყოველთვის მინდოდა ამ ოქროსხელება შემოქმედის გაცნობა. დიახ, შემოქმედის, ის ხომ საოპერაციო მაგიდასთან ქმნის შედევრებს. მაინტერესებდა, სად იკვეთება ზღვარი ამ პიროვნების გარშემო არსებულ ლეგენდებსა და რეალობას შორის. ამიტომ დიღომში ესთეტიკური ქირურგიის სამსახურში - კარაპს მედლაინში მივაკითხე.
ალექსანდრე ამ სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი ექიმია.
კარაპს მედლაინი ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში, რომელიც პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური რეკონსტრუქციის მიმართულებით მუშაობს. კლინიკას, ისევე, როგორც მის ხელმძღვანელს, კარგად იცნობენ არა მხოლოდ საქართველოში. მის მადლიერ პაციენტებს შეხვდებით გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ამერიკაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, აზერბაიჯანში, ჩინეთსა და უამრავ სხვა ქვეყანაში.
რინოპლასტიკა, მკერდის პლასტიკა, ლიპოსაქცია, ბოტოქსი, ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა), სახის გაახალგაზრდავება ენდოსკოპიური ტექნოლოგიის საშუალებით, ნაწიბურების ამოკვეთა და კანის ადგილობრივი პლასტიკა, ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა), აბდომინოპლასტიკა (მუცლის წინა კედლის პლასტიკა), რეკონსტრუქციული ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ინტიმური ქირურგია, ბიოთავსებადი გელი, კელოიდური ნაწიბურების მკურნალობა — ეს მცირე ჩამონათალია იმ მომსახურებებისა, რასაც კარაპს მედლაინში გთავაზობენ.
ალექსანდრემ პაციენტები მოინახულა, სამუშაო დღე შეაჯამა და ჩვენი საუბრის დროც დადგა.
"ინსტიტუტი 1987 წელს დავამთავრე. მაშინდელ საბჭოეთში სპეციალობა პლასტიკური ქირურგია არ არსებობდა. კი, კეთდებოდა პლასტიკური ოპერაციები, მაგრამ მას ყბა-სახის ქირურგები და ყელ-ყურის ექიმები აკეთებდნენ. ამ მხრივ საქართველო ცხვირის ოპერაციების, ხოლო მოსკოვი სახის ოპერაციების ცენტრად მიიჩნეოდა. ოთხმოციანი წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიოში სწრაფი ტემპით დაიწყო მიკროქირურგიამ განვითარება, რაც ორგანოების გადანერგვასთან იყო დაკავშირებული.
მაშინდელ საბჭოეთში არც მიკროქირურგია შეისწავლებოდა. მოსკოვის ქირურგიის ინსტიტუტში კი იყო განყოფილება, რომელიც ამ დარგის განვითარებაზე მუშაობდა, მაგრამ ეს სპეციალობა სამედიცინო განათლებაში ჯერ არ იყო დანერგილი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწორედ ამ განხრის შესწავლა დავიწყე (თუმცა ოფიციალურად ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ვიყავი განაწილებული), რადგან ჩემი აზრით, გადანერგვების თემა ყველაზე ახლოს იყო პლასტიკურ ქირურგიასთან. ნელ-ნელა, ეს 2 მიმართულება განვითარდა, გაერთიანდა და ჩამოყალიბდა დარგი — პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია".
დღეს რა სიახლეებია ამ მიმართულებებში?
ამ მიმართულებებით, მსოფლიო სწრაფად ვითარდება, ჩვენ მათ გამოცდილებას ვეცნობოდით — ვეწეოდით... დღეს ისინი ძალიან შორს წავიდნენ. ახლა ხომ ტექნოლოგიების დროა, რასაც დიდძალი სახსრები სჭირდება. თეორიულად ვიცით რა არის კარგი, მაგრამ ძვირია.
ავიღოთ ყველაზე მარტივი - ლიპოსაქცია, მის გასაკეთებლად დღეს 15-მდე აპარატი არსებობს, რომლებიც განსხვავებულად მოქმედებენ, ჩვენ კი კვლავ ძველებური პრინციპით ვმუშაობთ. მსოფლიოში წელიწადში ერთხელ მაინც გამოდის ლიპოსაქციისთვის ახალი აპარატი. თითოეული ახალგამოსული აპარატი რომ შევიძინოთ, ამის საშუალება არ არის, 3-5 წელიწადში ერთხელ კი მისი განახლება აუცილებელია. აპარატის ღირებულება ჩვენთვის და ვთქვათ ამერიკელებისთვის ერთნაირია, არადა, პროცედურის საფასური იქ ბევრად მეტია და პაციენტების რაოდენობაც 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. სამწუხაროდ, ფულს ჩვენს მიმართულებაში არავინ დებს და თითოეული კლინიკა საკუთარი ხარჯებით ვმუშაობთ.
ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია, თქვენს კლინიკას საპატიო ადგილი უჭირავს.
თუ სტატისტიკას გადავხედავთ, რომელიც წელიწადში 2-ჯერ მაინც ახლდება, ცხადი ხდება, რომ უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება. მათი უმრავლესობა ეთნიკური ქართველები არიან, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ ევროპისა თუ ამერიკის ქვეყნებში. მათ აქვთ ნდობა, და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი - აქვთ იმ ქვეყნების მაგალითი, რომელშიც ცხოვრობენ, აქედან გამომდინარე, ჩვენთან მკურნალობა ურჩევნიათ, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება. პოსტსაბჭოთა სივრციდანაც ბევრი გვაკითხავს. ჩვენს მომხმარებელთა მესამედი სწორედ ეს ადამიანები არიან, დანარჩენი კი ადგილობრივები.
რა ოპერაციები კეთდება ყველაზე ხშირად?
ცხვირის ოპერაცია, ეს ხომ ეთნიკური პრობლემაა. მკერდის გადიდების პროცედურებიც გახშირდა. მესამე ადგილზე ლიპოსაქცია, მუცელის მოშორება, წონის დაკლება...
რა ასაკის პაციენტები გაკითხავენ უფრო მეტად?
30-40 წლის. მოდიან ასევე ახალსკოლადამთავრებულებიც, რომელთაც სურთ სტუდენტობა ახალი გარეგნობით დაიწყონ.
პოტენციურ პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები — წადით სხვა ექიმთან. თბილისში ათამდე პლასტიკური ქირურგიის ცენტრი კი მოიძებნება, გაიარეთ კონსულტაცია — ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვით თითოეულ ექიმს, მერე ინტერნეტით (ინგლისურენოვან) გადაამოწმეთ მათი შემოთავაზებები და ვინც უფრო მისაღები იქნება თქვენთვის, მას ენდეთ. მოდიან ისინიც, ვისაც უნახავს კონკრეტული ექიმის მუშაობის შედეგი და უნდათ მასვე ანდონ საკუთარი გარეგნობა.
თქვენც აღნიშნეთ, არაერთი პლასტიკური ქირურგიის ცენტრია თუნდაც მხოლოდ თბილისში. თქვენი კლინიკა განსხვავებულს რას სთავაზობს მომხმარებელს?
მაგალითად პლასტიკურ რეკონსტურქციას. ეს ძალიან ძვირად ღირებული ოპერაციებია, რომელთა ფასიც მსოფლიოში 150 ათას დოლარამდეც აღწევს, ჩვენ 50 ათას ლარად ვაკეთებთ.
თქვენთან შემოსვლამდე გოგონა გავიცანი, რომელმაც სხვა კლინიკაში ჩატარებული არაეფექტური პლასტიკური ოპერაციის შედეგი თქვენთან გამოასწორა. როგორც გვითხრა, ცხვირის ძვალი თითქმის აღარ ჰქონდა, ამიტომ თქვენ მისი ნეკნის ძვლის ფრაგმენტი გამოგიყენებიათ რეკონსტრუქციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ მკურნალობს, ულამაზესი ცხვირი ჰქონდა.
ეს სტანდარტული რეკონსტრუქციაა, რომელიც სხვაგანაც კეთდება. გვაქვს განსხვავებული მეთოდებიც, რომელიც ჩვენში უიშვიათესია. ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ვიტრაბახოთ ჩვენი შედეგებით. მოდიან პაციენტები და გვეუბნებიან — 10 კლინიკაში ვიყავით, ათივეგან გვითხრეს, რომ ფეხი მოსაჭრელი გაქვსო, ჩვენ კი შევუნარჩუნეთ.
რეკონსტრუქციულ ოპერაციებზე ძირითადად რომელი ქვეყნებიდან მოდიან?
ნებისმიერი ქვეყნიდან მოდიან დატანჯული, გაწამებული და ფსიქოლოგიურად გატეხილი პაციენტები, რთულია მათთან მუშაობა. საქართველოში ასეთ პაციენტებს აღარ აფინანსებენ. ურჩევნიათ, ფეხის მოჭრა, რაც 2500 ლარი ღირს, შენარჩუნება კი — 50 ათასი.
შეგიძლიათ კონკრეტული ისტორიები გაიხსენოთ?
გვყავდა პაციენტი ქალი, რომელსაც ავტობუსმა ორივე ფეხზე გადაუარა. სანახავად რომ წამიყვანეს, იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობდა, ყველა ამბობდა: ერთ ფეხზე ვიმუშაოთ, მეორეს შენარჩუნება არც კი განიხილებაო. კარგა ხანს ვარწმუნებდი ოჯახის წევრებს, რომ, რადგან მცირე შანსი იყო, აუცილებლად უნდა გვეცადა ორივე ფეხის შენარჩუნება. დღეს ეს ქალბატონი ორივე ფეხით დადის.
ჩვენი ერთ-ერთი პაციენტი იყო ოთოც, რომელმაც დაინახა, რომ ბავშვს მანქანა ეჯახებოდა, ის გადაარჩინა, თვითონ კი ვეღარ გადმოასწრო და მანქანამ ფეხზე გადაუარა. იმედი იოტისოდენა იყო, მაგრამ მაინც ვიბრძოლეთ, რომ ამპუტაცია აგვეშორებინა თავიდან. ამას წინათ ვიდეო გამომიგზავნა, ქორწილში ცეკვავდა. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ბედნიერებაა ეს.
კიდურების აღდგენა ძალიან რთულია, რასაც წარმატებით ართმევთ თავს, მხოლოდ ამ სახის რეკონსტრუქციულ ოპერაციებს აკეთებთ?
არა. ერთი გოგონა მომიყვანეს, 14 წლის, ზედა ყბის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ონკოლოგები ნახევარი ყბა ჭრიან, რჩება მხოლოდ თვალთან ძვალი და ზემოდან გადაკრული სახის კანი, დანარჩენი ხვრელია — ხახამდე. ასე ტოვებენ ონკოლოგები ასეთ პაციენტს, რომელსაც სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ონკოლოგების პარალელურად ჩვენ აღდგენაზე ვიმუშავეთ, ფეხიდან გადავუნერგეთ რთული ქსოვილები — ძვალი, კუნთი. დღეს ამ გოგონას ფოტოები რომ ნახოთ, ჩვეულებრივი სახე და სასა აქვს, არაჩვეულებრივად გამოიყურება, მხოლოდ 2 კბილის ინპლანტაცია დარჩა გასაკეთებელი.
კიდევ რა სახის ოპერაციებს აკეთებთ?
ვაკეთებთ სქესის შეცვლის ოპერაციებსაც, ძნელია, თუმცა ადვილად ვართმევთ თავს. მსგავსი ოპერაციები ჩვენში ხშირი არაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ასეთი პაციენტებისთვის ნებართვის მოპოვება ძალიან რთულია. უცხოელები უფრო ხშირად გვაკითხავენ, უმეტესად არაბები. მეტწილად კაცებს უნდათ ქალად გადაკეთება, თუმცა გვყავს ქალი პაციენტები, რომლებსაც მამაკაცობა სურთ.
ისე, რომელი უფრო ადვილია, ქალის კაცად გაკეთება თუ პირიქით?
კაცისგან ქალის მიღება უფრო ადვილია.
რამდენად ეფექტურია, დღეს მეტად გავრცელებული ფილერის გამოყენებით, ვთქვათ ცხვირის ფორმის შეცვლა?
ფილერით შეუძლებელია ცხვირის ფორმის რადიკალურად შეცვლა. ეს ზღაპარია. შეიძლება ცვლილება მივიღოთ, ოღონდ მცირედი და დროებით.
მაშ რატომ გახშირდა და პოპულარული გახდა ფილერი? ან სახის ქირურგიაში ე.წ. ძაფები, ე.წ. მეზოთერაპია?
ქირურგიული პროცედურა — გაჭრა, გაკერვა, ქირურგიული დაჭიმვა, რინოპლასტიკა სათანადო განათლებას ითხოვს, რომელსაც პროფესიონალები ლამის 10 წელს ანდომებენ, ხოლო ფილერის შეყვანის შესწავლას ორკვირიანი კურსი სჭირდება, ანუ პრაქტიკულად არაფერი, ამის შემდეგ კოსმეტიკურ კაბინეტს იწყობენ და... პაციენტის სურვილის შემთხვევაში ფილერს მეც ვაკეთებ, მაგრამ მანამდე ვუხსნი: თქვენს ცხვირს ეს მცირედ შეცვლის, ამასთან 6 თვეში ერთხელ მოგიწევთ მოსვლა და ფილერის დამატება; მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის შეგიძლიათ ნაცად და შედეგიან ხერხს - ოპერაციას მიმართოთ. კოსმეტიკურ კაბინეტში ვინც ზის, ის ამას არ გეტყვით.
ვთქვათ, უკვე შეშვებული მაქვს ცხვირში ფილერი და მერე გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. ექიმები კი გვეუბნებიან, გაწოვას დაელოდეო. ასეთ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
პროფესიონალთან მისვლა. როცა არ იციან, როგორ ხდება ცხვირის ფილერისგან გათავისუფლება, ამას პაციენტს არ უმხელენ და ეუბნებიან — წადი, დაელოდე გაწოვას და მერე მოდიო. არადა, გაწოვას 3-4 წელი მაინც სჭირდება. გუშინ რუსეთიდან მოვიდა გოგო, მასაც გელი ჰქონდა შეშვებული. ვიდრე ოპერაციას გავუკეთებდით, სახე გელისგან გავუწმინდეთ. არანაირი პრობლემა არ შექმნილა, ოღონდ გელის ამოღების ცოდნაა საჭირო.
დღეში რამდენ ოპერაციას აკეთებთ?
საშუალოდ სამი-ოთხს. ჩემი რეკორდული მაჩვენებელი იყო 22- საათიანი ოპერაცია — გულმკერდის რეკონსტრუქცია გავუკეთე აფხაზ გოგონას, რომელსაც ბავშვობისას მიღებული დამწვრობის შედეგად მთელი სხეული, კისერი და კიდურები ნაწიბურებით ჰქონდა დაფარული. არ შეეძლო მოძრაობა, კვებას ვერ ახერხებდა. მკერდი საერთოდ აღარ ჰქონდა. საერთო ჯამში 6 ოპერაცია, 60 საათამდე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ახლა კი როგორც მატყობინებს სოხუმში ცხოვრობს, გათხოვდა და დედაც გახდა. მიხარია, რომ წვლილი მიმიძღვის მის ბედნიერებაში.
ბევრი ექიმისგან მსმენია, რომ არ არის პლასტიკური ოპერაცია რეკომენდებული, სანამ პაციენტი სრულწლოვანებას არ მიაღწევს.
თითოეულ შემთხვევას რაღაც უკუჩვენება ყოველთვის აქვს, მაგრამ კონკრეტულად ცხვირის ოპერაციაზე რომ ვილაპარაკოთ, თუ ადამიანს სუნთქვა უჭირს და ცხვირზე დეფექტი აქვს, ჯობია, ქირურგიულად ჩავერიოთ; მაგრამ თუ ცხვირი უპრობლემოა, არ მოსწონს მისი ფორმა და შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ უნდა დაელოდოს სრულწლოვანებას.
ოჯახის წევრს გაუკეთებდით ოპერაციას?
გაკეთებული მაქვს. ჩემთვის პრობლემა არაა, თუ ვინ წევს საოპერაციოს მაგიდაზე. ყველა პაციენტს ერთნაირად ვუდგები და მხოლოდ შედეგზე ვფიქრობ — რომელიც საუკეთესო უნდა იყოს, ამისთვის ძალას, ცოდნასა და ენერგიას არ ვიშურებ.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები