13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

გუშინ, 10 თებერვალს რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 7-დან 15-წლამდე.