პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ობიექტზე ოთხჯერ ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

უწყების ცნობით, 2003 წელს დაბადებული პირი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ბრალდება 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.