"არა ფობიას!" ვიტალი საფაროვის მკვლელობის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულად კვალიფიკაციას ითხოვს
პლატფორმა არა-ფობიას! მოუწოდებს პროკურატურას, რომ უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე ჯგუფურ დანაშაულად გადაკვალიფიცირდეს .
"მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საფრთხის მზარდ ტენდენციას, რომლის საპასუხოდაც, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები სრულყოფილად და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფენ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას, მსგავსი დანაშაულების მოტივის სათანადო იდენტიფიცირებასა და დამნაშავე პირების ადეკვატურ დასჯას", — ნათქვამია ერთიან განცხადებაში.
უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ მისი მკვლელობის საფუძველი ქსენოფობიური მოტივი იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჩართულობისა და განვითარების ცენტრში კი ამბობდნენ, რომ საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.
თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობდა. შემგდომში კი პროკურატურამ ბრალი დაამძიმა. საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა (109 მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტი).
არა ფობიას! პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ამბობენ, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს. ისინი ითხოვენ, რომ ბრალი განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობად გადაკვალიფიცირდეს:
"ის ცემდა მსხვერპლს და ურტყამდა კასტეტს, რითაც გამოიხატება დანაშაულში მისი აქტიური მონაწილეობა. ადვოკატების ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ფაქტი დასტურდება, როგორც დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრებით, საქმეში არსებული დანაშაულის ორი იარაღით და მსხვერპლისთვის სხეულზე მიყენებული ჭრილობებით".
როგორც პლატფორმა აცხადებს, რომ ვიტალი საფაროვის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება მნიშვნელოვანია მსგავსი დანაშაულების პრევენციის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის შენარჩუნებისა და თანასწორობის და დემოკრატიის იდეების დაცვისთვის.
განცხადებას ხელს აწერს 12 ორგანიზაცია:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- საფარი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- თანასწორობის მოძრაობა;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები