The Guardian: რკინის კუბოები ანუ ჭიათურის საბაგირო გზა
ფოტო: Amos Chapple/Rex/Shutterstock
ჟანგისგან გაწითლებული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი - ეს ჭიათურის საბჭოთა დროინდელი საბაგირო გზაა. "რკინის კუბოები" შესაძლებელია მოშლილია, მაგრამ ის დღემდე გთავაზობთ საინტერესო მგზავრობას უნიკალური ხედებით. ასე გვიამბობს ისტორიას ჭიათურის საბაგიროების შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian.
სტატია გარდიანის რუბრიკებში - ქართული არდადეგები, ან დიდებული პატარა ადგილები, რომლებიც ვიცი შეგიძლიათ იხილოთ. სტატია კინოდოკუმენტალისტ ქლოუი ვაითს ეკუთვნის. ქლოე გვიამბობს, რომ ჭიათურამ მისი ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა არიელ კლეიმანმა გადაწყვიტა საკუთარი ფილმი გადაეღო ქალაქში, რომლის ხედებიც კი დეკორაციას ჰგავს.
"როცა ბნელ მეტალის ყუთში დგახარ, რომელშიც მზის ცხელი ნაკადი რამდენიმე პატარა ფანჯრიდან აღწევს, თანაც მიწიდან 20 მეტრის სიმაღლეზე და ძველ დაჟანგულ კაბელზე ხარ ჩამოკიდებული, მარტივი მისახვედრია, რატომ დაარქვეს კლაუსტროფობიით შეპრყობილებმა ჭიათურის საბაგიროს რკინის კუბოები"- ასე აღწერს ქლოუი ვაითი საბაგიროთი სეირნობისას განცდილ ემოციას, თან გაოცებას ვერ მალავს იმ ფაქტით, რომ ამდენად ძველი საბაგირო ახერხებს ფუნქციონირებას და ის უსაფრთხოდ ადის მთაზე, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება.
ამის შემდეგ კი გარდიანი მკითხველს უამბობს ჭიათურის ისტორიას, აღნიშნავს ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას და განავრცობს, რომ საბჭოთა მთავრობამ საბაგირო გზები იმისთვის შექმნა, რათა მოძრაობა გაემარტივებინა. ავტორი ასევე გვიამბობს პირველ საბაგიროზე, რომელიც 1945 წელს აიგო. ის აღნიშნავს, რომ უმოქმედო, დაზიანებული საბაგიროები საბჭოთა ინჟინრების ოპტიმისტურ ხედვას ჰგავს, ალტერნატიულ მომავალზე. ერთ-ერთ საბაგიროს კი 60-იანი წლების კომიქსების მანქანას ადარებს, ვინაიდან ის მთლიანად მეტალის არ არის და მინის ჭერი ჭიათურის ცის დანახვის საშუალებას იძლევა.
ფოტო: Alamy
"ჭიათურა გამოიყურება და გრძნობს თავს, თქვენი მოლოდინებისგან განსხვავებულად, როგორც ძველი, საბჭოთა, მეშახტეთა ქალაქი სამრეწველო ნაგებობებით და საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც ძირითადად პასტელურ ფერებშია შეღებილი."
როგორც ჩანს, დოკუმენტალისტი მხოლოდ ჭიათურის ხედებმა არ დააკმაყოფილა და მღვიმელის მონასტერი და კაცხის სვეტიც მოინახულა.
"სოფლის ლამაზ ბუნებაში ავტობუსით რამდენიმე წუთიანი მოგზაურობის შემდეგ კაცხის სვეტი შეგიძლიათ იხილოთ. ეს არის უცნაური კლდე. უნიკალური ქართული დამწერლობის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა სვეტის ასაკის დადგენა შეძლეს. კლდეზე თხელი კიბით შეგიძლიათ ასვლა. მაგრამ ფრთხილად! ასვლა დაშვებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის!"
სტატია მთავრდება ტრადიციული საკითხით, რომელიც უცხოურ ტურისტებს ყველაზე მეტად ხიბლავთ საქართველოში- სამზარეულო. ჟურნალისტი აღიარებს, რომ მთელ საქართველოში ყველაზე გემრიელი სამზარეულო მან ჭიათურაში დააგემოვნა, განსაკუთრებით კი გამოყოფს ლობიოს, ყველიან პურს და "პელმენის წვნიანს" და რაც მთავარია, ის გასცემს რეკომენდაციას ეს ყველაფერი ქართული სახლის ღვინით დააგვირგვინონ.
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
კომენტარები