ღამის თევა, პარაკლისი ზარების გარეშე, "უცხო ძალა", პროვოკატორები — 36-ე 9 აპრილის ქრონიკა
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ღამე გაათენეს. მათ შორის იყვნენ სინდისის პატიმრების მშობლები, რომელთა იდეაც იყო ღამის თევა და 24-საათიანი პროტესტი.
8 აპრილის საღამოს, 3 ლოკაციიდან — თსუ-დან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ფილარმონიიდან დაიძრა მარშები და ისინი პარლამენტთან მყოფ სინდისის პატიმრების მშობლებთან მივიდნენ, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სახელი და გვარები წაიკითხეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
თსუ-ს მარშის პარალელურად, ფილარმონიასთან "მედიის სოლიდარობის მარშის" მონაწილეები შეიკრიბნენ და ისინიც მსვლელობით პარლამენტისკენ წავიდნენ.
მოქალაქეებმა 22:00 საათზე, 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ტიტებითა და სანთლებით შეამკეს და სინდისის პატიმრების მშობლებმა მემორიალთან შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
მოძრაობამ "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" სამოქმედო გეგმა დააანონსეს და განაცხადეს, რომ 14 აპრილს სტუდენტების მარშს შეუერთდებიან და აქტიურად იქნებიან ჩართული საპროტესტო პროცესებში.
პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ შვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა და მოქალაქეებს მოუწოდა — ვინც ღამის გათენებას ვერ შეძლებდა, 9-ში დილიდან შემოერთებოდა აქციას.
"ოდესმე გიფიქრიათ როგორია ციხე? 4 კედელი, გისოსები, ბალანდა. სინამდვილეში, სულაც არ არის რთული, სინამდვილეში, სხეული ყველაფერს ეგუება. შემდგომ, ყველაფერი გაძლებადი ხდება. მაგრამ, ეს ილუზიაა, სინამდვილეში გვიპატიმრებენ არა სხეულს, არამედ გონებას. ოღონდ, გონების დაპატიმრებას ვერ დაათარიღებ — ის არ მომხდარა 4 დეკემბრის ღამეს, როდესაც ხელებზე მხოლოდ ბორკილები გადევს. ჯერ ხდება მაშინ, როდესაც 4 კედელში გამომწყვდეული ზიხარ და ფიქრობ, რომ ვეღარაფერს გააკეთებ ოჯახისათვის, ქვეყნისათვის, ერისათვის, სამშობლოსათვის, როდესაც გისოსებს გაიხედავ და თავისუფალი თბილისის ნაცვლად, ციხის კედლებს დაინახავ.
ესეთ დროს მოდის საზარელი ფიქრები — ნეტა 6 წელს მომისჯიან? თუ 9 წელს? 9 წლის მერე დედა როგორ იქნება? და მამა? ან სად იქნება ის გოგო, ვისთან გასატარებელი სიყვარულის წლებიც ციხეში უნდა გაატარო. გიფიქრიათ ოდესმე, ნეტავ მომავალი წლის ამ დღეს სად ვიქნები? მე მიფიქრია.
ეს იყო 2024 წლის 19 აპრილი, როდესაც ათობით სტუდენტმა სრული უიმედობის ჟამს ხელში ავიღეთ ეროვნული დროშა და გმირთა მოედნისაკენ გავემართეთ, სასწაულის იმედად, როდესაც თავისუფლების მოედნისკენ უკვე ასობით ვიყავით, იუსტიციის სახლთან — ათასობით, გმირთა მოედანთან, ფიცის დადების დროს — ათი ათასობით. მაშინ მივხვდი ეს სასწაული მოხდა — ამდენი ხნის შემდგომ პირველად ქვეყნის სიყვარულმა და ათიოდე სტუდენტმა ათი ათასობით გულანთებული მამულიშვილი გამოიყვანა გარეთ, თვალებში იმედის აგიზგიზებული ცეცხლით. [...] ამ საოცარ ღამეს ბევრი არ მიფიქრია, მხოლოდ სად იქნებოდა საქართველო ერთ წელიწადში და სად ვიქნებოდი მე.
ციხე ვერასოდეს დამატყვევებს, რადგან ეს მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი და თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორეჯერაც შევძლებთ. 14 აპრილსა და 19 აპრილს შევიკრიბოთ პარლამენტის წინ, გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, რადგან ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა ეკლიანი, ჯვარცმის და გარდაუვალი აღდგომისა. მე ვიქნები თქვენთან ერთად და თქვენ გაიგონებთ ჩემ ხმას, რადგან მე გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი", — წერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან.
36 წლის შემდეგ, ღამის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ზარების ხმა გაისმა — მაგრამ არა ქაშვეთის ეკლესიიდან, მოქალაქეებმა ხმის გამაძლიერებლებით გააჟღერეს ეკლესიის ზარების ხმა, რადგან 8 აპრილის საღამოს საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, რომ "ეკლესია არ ერევა პოლიტიკურ თემებში" და პაატა ბურჭულაძის თხოვნაზე, დაერეკათ ქაშვეთის ეკლესიის ზარები — უარი თქვეს.
საპროტესტო აქციაზე მყოფმა სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისიც გადაიხადეს და 1989 წლის მსგავსად ერთად თქვეს "მამაო ჩვენო". მოგვიანებით კი, სამშობლოსთან ფიცი დადეს — ფიცის ტექსტი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.
"დღეს, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ, საქართველოს თავისუფლებისთვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან, დღეს ჩვენ - ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს, არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს, სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს, მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს, ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში" — ნათქვამია ფიცში.
9 აპრილის დილით, ღამისთევის შემდეგ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს მემორიალთან, რათა ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იქ მისვლის უფლება არ მიეცათ.
ამის პარალელურად, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ.
დილის 9 საათზე, მემორიალთან პირველი აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი მივიდა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას — ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ამერიკის ელჩის შემდეგ, საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ მემორიალთან.
ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მემორიალთან საკრებულოში ოცნების წარმომადგენელი კონსტანტინე ზარნაძე კონსტანტინე ზარნაძე და ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაცია გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეებმა ისინი მემორიალთან არ მიუშვეს.
აქციის მონაწილეები კონსტანტინე ზარნაძეს "მონა, მონა"-ს შეძახილებით შეხვდნენ და მას მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. მოქალაქეები ზარნაძეს სთხოვდნენ გაეცა კითხვაზე პასუხი — "ომი ვინ დაიწყო?"
მანამდე სოციალურ ქსელში ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას გაავრცელა, სადაც "უცხოური ძალა" 6-ჯერ ახსენა, რუსეთი — არც ერთხელ.
კობახიძის განცხადებით, "9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას".
ამის შემდეგ, ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ოცნების პრემიერი კობახიძე, მინისტრები და ოცნების არჩეული პრეზიდენტი ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში წავიდნენ.
სამებასთან, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გარე ძალები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ და ამიტომ არ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან.
მისი თქმით, 35 წლის საბჭოთა "კაგებე" ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას, დღეს — "დიფ სთეითი", რომელიც ევროკავშირის და აშშ-ის ყოფილი ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით მოქმედებდა და მოქმედებს. კობახიძემ ასევე დასძინა, რომ 9 აპრილს დაღუპულთა სულები მათგან "ალბათ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ".
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მდინარაძეს განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან მყოფი მოქალაქეები "ბურჭულაძე-როდიონოვები, რუსი გენერლის მსგავსად, ცდილობენ რუსთაველის გამზირის "ოკუპაციას". შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსი გენერლის, როდიონოვის მეთაურობით დაარბიეს.
ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ პროვოკაციის აყოლას არ აპირებდნენ და სწორედ ამიტომ არ მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან.
"ჩვენ ასეთ პროვოკაციებს, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ რაღაც სურათის დადგმა და ძალიან ცუდი იქნებოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, გაათრიოს, მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო" — განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ქართული ოცნების წარმომადგენლებისა, დაპირისპირება მოქალაქეებს შორისაც მოხდა — უცნობმა მოქალაქემ მემორიალთან ღამენათევ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. (ვიდეო)
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მემორიალთან არ მიუშვეს მოქალაქე, რომელსაც "ქართული ოცნების" დროშა ჰქონდა შემოხვეული. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ის პოლიციამ ტერიტორიას 2-ჯერ განარიდა.
ამერიკისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლების გარდა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს გერმანიის, ლიტვის, შვედეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა.
დღის ბოლოს, პარლამენტთან მყოფ პროტესტანტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები შეუერთდნენ. ამჯერად მათი მარში მდუმარე იყო.
უამინდობის მიუხედავად, პირველი სკოლის წინ 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის "ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს" ჩვენება გაიმართა. ფილმი პარტია "ფედერალისტებმა" წარმოადგინეს და ის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიას ასახავს.
გრძელი დღის მიწურულს, მოძრაობა "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" წევრებმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომ საერთო ძალისხმევით ოცნების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის უფლება არ მისცეს და შემდეგი აქცია 14 აპრილს დააანონსეს.
"9 აპრილის მემორიალის დაცვა რუსული რეჟიმის წარმომადგენელი ფარისევლებისგან — შესრულებულია. ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისა და თქვენი წვლილისთვის ამ ბრძოლაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ. შემდეგი შეხვედრა — 14 აპრილი," — განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
9 აპრილის მოვლენების ფოტორეპორტაჟი იხილეთ აქ.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები