9 იანვარს თიბისი ბანკის აქციების ფასი 5,38 პროცენტით შემცირდა
9 იანვრის სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციებზე ფასი 5,38 პროცენტით შემცირდა. სავაჭრო დღის გახნის მომენტისთვის ქართული ბანკის აქციაზე ფასი 15 გირვანქა სტერლინგს შეადგნედა, ხოლო დღის მიწურულს 14,08 გირვანქა სტერლინგს. ინფორმაცია ამ საკითხზე თავდაპირველად ბიზნეს მედია ჯგუფმა გაავრცელა.
$803 მილიონიდან $760 მილიონამდე შემცირდა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაც. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ბანკის აქციებზე მაქსიმალური ფასი 6 აპრილს დაფიქსირდა (18,96 გირვანქა სტერლინგი), ხოლო მინიმალური — 24 დეკემბერს (13,50 გირვანქა სტერლინგი). ბოლო ერთი წლის მანძილზე ბანკის აქციებზე ფასები 13,42-დან 19,3 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობდა.
თიბისის აქციების გაუფასურებასთან ერთად 5,57 პროცენტით გაიზარდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კიდევ ერთი ქართული ბანკის, საქართელოს ბანკის აქციების ფასი. 9 იანვარს საქართველოს ბანკმა აქციების ფასი 14,19-დან 15,2 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა, თუმცა საბაზრო კაპიტალიზაციით ის დაახლოებით 10 მილიონით კვლავ ჩამორჩება კონკურენტს.
თიბისი ბანკის აქციების ფასის ვარდნა დროში ემთხვევა საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში მისი მეწილეები ფიგურირებენ.
9 იანვარს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფული, როგორც ფიზიკურმა პირებმა, იმ კომპანიისგან ისესხეს, რომელსაც 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი თავად ბანკმა მისცა. უწყების ცნობით, 2008 წლის ბოლოს ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას" უწოდებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები