ზუგდიდში დაკარგული 15 წლის გოგო, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ თბილისში აღმოჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს დაკარგული მოზარდი სამართალდამცავებს არ უპოვიათ და ის ოჯახს თავად დაუკავშირდა.

დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოებში შსს ორი დღის წინ ჩაერთო. შექმნილი იყო სპეციალური სამძებრო ჯგუფი. როგორც მოზარდის დედამ IPN-ს განუცხადა, დაკარგული გოგო დასთან ერთად მაღაზიაში წავიდა და მას გარეთ ელოდებოდა. მისი თქმით, მაღაზიიდან გამოსულ დას ის აღარ დახვდა და ამის შემდეგ აღარავის ჰყავდა ნანახი.