შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ პირს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არგადაცემის შემთხვევაში კი ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.