შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთი პირი დააკავა.

უწყებიც ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.