საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე სამი პირი წარადგინა:

  • მარიამ შელეგია;
  • თამარ ჟვანია — ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე;
    ვლადიმერ ბოჟაძე — სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბოლო ოთხ თვეში, წინასაარჩევნო პერიოდში, 80 750 ლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ ცესკოდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.