თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ოთხი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მათი ცივი იარაღით დაჭრის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 14 დეკემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.