ნატოში გასაწევრიანებლად საქართველო პირველი კლასის კანდიდატია", — ასე უპასუხა ჯეიმს აპატურაიმ ნატოსა და ევროკავშირის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი სტუდენტის კითხვას ნატოში საქართველოს გაწევრებაზე.

"მე არ ვწყვეტ მაგას [ნატოში გაწევრებას], თუმცა, ვფიქრობ, დროა რომ საქართველო შეუერთდეს ნატოს. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ პოლიტკურ გადაწყვეტილებებს. ის რაც დღეს ჩვენ ყველას გვინდა, ესაა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველომ მიაღწიოს მიზანს".

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისს დღეს, 12 დეკემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.