გრიგოლ ვაშაძე: ზურაბიშვილს დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ
გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შემცირებით ხელისუფლება ამ ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს.
ვაშაძის აზრით, ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა, ვინ იქნება პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის მთავარია არ არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი.
"მაგრამ ამ ადამიანსაც[სალომე ზურაბიშვილს] კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს", — განაცხადა მან.
საქართველოს 2019 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა. კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებად 9 მილიონ 800 ათასის ნაცვლად 6 მილიონით განისაზღვრა. ასევე 80 კაცითაა შემცირებული მომუშავე პირთა რიცხვი და მათი რაოდენობა 140-ის ნაცვლად 60-ით განისაზღვრა. შესაბამისად, განახევრებულია შრომის ანაზღაურების ჯამიც.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარს ამბობს. ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვერსია სწორედ ავლაბრის რეზიდენციის ხარჯებზე იყო მორგებული.
ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში იმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციის შენობაში. გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ზურაბიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ ავლაბრის რეზიდენციაზე პრეზიდენტობის შემთხვევაში უარს იტყოდა. ისიც კი თქვა, რომ ამ რეზიდენციის ჰავა და აურა არ უხდება.
ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციის ავლაბრიდან გადატანას. ეს საკითხი გრძელვადიანი დაპირისპირების საგანიც კი გახდა. ივანიშვილის მთავარი არგუმენტი იყო ის ხარჯი, რაც ავლაბრის რეზიდენციის შენახვას სჭირდებოდა. მისი თქმით ეს იყო "ჭარბი ფართი".
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.
პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
- ზურაბიშვილი — 59,52%;
- ვაშაძემ — 40,48%.
პირველ ტურში მიღებული ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა რომელიმე კანდიდატის პრეზიდენტად ასარჩევად. მაშინ ზურაბიშვილი ვაშაძეს 14 348 ხმით უსწრებდა.
პირველი ტურში კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ზურაბიშვილი — 615 572 ხმა (38,64%);
- ვაშაძე — 601 224 (37,74%).
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები