საარჩევნო კაბინის გარეთ ხმის მიცემა, დამკვირვებლის გაძევება — ISFED დარღვევებს აქვეყნებს
ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებმა პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს. ორგანიზაციის ცნობით, საყურადღებოა კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. როგორც განცხადებაში წერია, დამკვირვებლებმა წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევებიც გამოავლინეს.
სამართლიანი არჩევნების მიერ გამოვლენილი დარღვევები
ორგანიზაციას, 11 საათის მონაცემებით, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში 15 საჩივარი აქვს წარდგენილი.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #26 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებს ბიულეტენში უმოწმებდნენ, თუ რომელი კანდიდატი ჰყავდათ შემოხაზული. ფაქტის გაპროტესტების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს;
- გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ამომრჩევლები ხმას საარჩევნო კაბინაში შეუსლელად აძლევენ. ამასთან, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას კაბინაში აძლევენ, ისე გამოაქვთ ბიულეტენები, რომ შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ ვინ შემოხაზეს;
- ტყიბულის #57 საარჩევნო ოლქის #2 უბანზე ამომრჩეველმა ხმა საარჩევნო კაბინის გარეთ მისცა;
არაუფლებამოსილი პირი უბანზე
- წყალტუბოს #58-ე ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი, რომელიც ამომრჩეველი არ იყო და უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე ფოტოსურათებს ტელეფონით იღებდა. დამკვირვებლის მითითებით პოლიციელმა ფოტოების გადაღება შეწყვიტა და დატოვა უბანი, თუმცა მოცემულ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია კომისიის თავმჯდომარეს;
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქის #20 უაბნზე და ხულოში დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემები შეექმნათ, რადგან, კომისიის წევრების განცხადებით, მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული;
უბნის დაგვიანებით გახსნა
- დმანისის #24 საარჩევნო ოლქის #30 უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი.
საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში
- ყვარლის #16 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს;
წილისყრის წესის დარღვევა
- ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე;
- ჩხოროწყუს #69 საარჩევნო ოლქის #2 უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე;
- ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #25 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა;
- ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #59 უბანზე პატრიოტთა ალიანსის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე;
- კასპის #30 საარჩევნო ოლქის #5 უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე.
უბანზე ყოფნის წესის დარღვევა
- ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #51 უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები