ჩემს სახლში საახალწლოდ სისხლის ზღვა დააყენეს — სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პასუხი კალაძეს
შვილმოკლული მამების აქციი ორგანიზატორები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებს გამოეხმაურნენ, სადაც მერი ამბობს, რომ მისი განცხადება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ, რომ დედაქალაქის მერის განცხადება, რომ მერიის წერილი რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერიის გზავნილი არა რეკომენდაცია, არამედ პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მათ რუსთაველის გამზირი საახალწლო ღონისძიებების სამზადისის გამო დაეტოვებინათ.
"ძალიან კარგია, რომ ბატონმა კახი კალაძემ რომ გადახედა კანონმდებლობას ას მიხვდა იმას, რომ ამის დაშლის საფუძველი არ არსებობს, როდესაც მან ახსენა, რომ კანონით იმოქმედებდა ჩვენ მიმართ. რაც შეეხება იმას, რომ ლოკაციის ადგილს დავტოვებთ და ვიწრო პარტიულ ინტერესს როდესაც ახსენებს ბატონი კალაძე, ფართო ინტერესების მატარებელი ხომ არის ოცნება. ფართო ინტერესის მატარებელ გუნდს მივმართავთ თხოვნით, დაგვეხმარონ და ჩვენი შვილების მკვლელები მისცენ პასუხისგებაში", — განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილის შეფასებით კახა კალაძემ ტონი შეარბილა, რადგან საზოგადოების რეაქცია დაინახა.
"ამ ყველაფერს ხალხი ხედავს, ხალხი ხედავს, როგორ უსამართლოდ გვექცევიან. ამათ ხეობაში, ჩემთან სახლში სისხლი დაღვარეს, სისხლის გუბე, სისხლის ზღვა დააყენეს, საახალწლოდ. იმის მაგიერ, რომ მე ახალ წელს დავხვედრილიყავი ჩემს შვილთან ერთად, ამათ საახალწლოდ სისხლის ღვრა დამახვედრეს, როგორ არ უნდა შეარბილონ ტონი", — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის წერილს, რომელიც შვილმოკლულ მამებს გაეგზავნათ, არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს.
კახა კალაძის თქმით, მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები.
თბილისის მერიამ 5 ნოემბერს შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, წერილი მისწერა. წერილში მერია ითხოვს, რომ სარალიძემ აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად სხვა ადგილზე გამართოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. როგორც მერი განმარტავდა, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადგილი იპოვონ.
ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს. ასევე შეიქმნა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!".
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები