სავალდებულო ჯარი ქალებისთვის და სხვა დაპირებები — რა წერია დავით უსუფაშვილის პროგრამაში
საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატია. მან თავისი საარჩევნო პროგრამა, სხვა კანდიდატების მსგავსად prezidenti.ge-ს მეშვეობითაც გაავრცელა. უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც მიუთითა, რომ prezidenti.ge-ს კითხვარში არსებული საკითხების ნაწილი სცილდება პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს და მათზე პასუხები უნდა განვიხილოთ, როგორც უსუფაშვილის პოზიცია და არა საპრეზიდენტო დაპირება.
ზოგადი ხედვა
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მთავარი ამოცანაა მოპოვებული სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის უზრუნველყოფა:
- მოქალაქეობრივი ცნობიერების, პასუხისმგებლობის და აქტიურობის ხარისხობრივი ზრდით;
- სტაბილური მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნით;
- დემოკრატიული სამყაროს უსაფრთხოების და თანამშრომლობის სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრირებით.
განათლება
პრეზიდენტმა განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მრავალპარტიული კონსენსუსის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ტაქტიკურ ცვლილებებს იწვევდეს. ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება, თუ პრეზიდენტი საკუთარი კონცეფციით გამოვა და ფასილიტატორის ნაცვლად, მხარე გახდება.
პრეზიდენტმა უნდა იაქტიუროს განათლების საკითხებში საზოგადოების განათლებაზე ცოდნის და პროფესიის, დასაქმების და კვალიფიკაციის, აღზრდის და განათლების, კონკურენციის და წარმატების ურთიერთმიმართების და ურთიერთდამოკიდებულების კარგად გასააზრებლად.
პრეზიდენტმა ინდივიდების და საზოგადოების დონეზე უნდა გააღვივოს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სურვილი, როგორც მეტი და უკეთესი განათლების მიღების მთავარი მოტივაცია.
პრეზიდენტის ხელთ არსებული შეზღუდული ფინანსური რესურსის ნაწილის მიმართვა ხელმოკლე, ან განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდების სტიპენდიებზე შესაძლოა არ იყოს ურიგო საქმე; მაგრამ ამავე სახსრებით მეტი ახალგაზრდისთვის შეიძლება ხელშეწყობა თუ იგი სისტემური ცვლილებებისკენ, ან კერძო ფონდების მოძიებისკენ იქნება მიმართული.
გადასახადები
საშემოსავლო გადასახადის არსი ძირფესვიანად არის გადასააზრებელი. დღევანდელი სისტემა ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს შემოსავლების შევსების ინტერესს და თითქმის მთლიანად არის იგნორირებული გადასახადის გადამხდელთა წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების დამკვიდრების ინტერესი.
საჭიროა საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების იმგვარ სისტემაზე გადასვლა, როდესაც მოქალაქე სრულად მიიღებს შემოსავალს და შემდგომ სახელმწიფოს გადაუხდის კუთვნილ გადასახადს. ამ გზით მოქალაქისთვის თანაბარი ფასი, წონა და დატვირთვა უნდა შეიძინოს ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გადახდილმა 50 ლარმა და საშემოსავლო გადასახადის სახით მთავრობისთვის გადაცემულმა 50 ლარმა, შესაბამისი კითხვებით, მოლოდინებით, პრეტენზიებით.
ეკონომიკა
ეკონომიკურ პროცესებში უნდა ჩაერთოს ქვეყნის ბევრად უფრო მეტი მოქალაქე ოღონდ, როგორც სამეწარმეო სუბიექტები და არა როგორც დაქირავებული მუშაკები. ეს კი შესაძლებელია, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარებით და, მეორე მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებით და გაცილებით მეტი მესაკუთრე-აქციონერის გაჩენით.
მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენების პროცესი, ამ ეტაპზე, უნდა შეჩერდეს და ეკონომიკურ განვითარებაზე გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები მთლიანად უნდა მიემართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს გონივრული სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით, რაც უნდა ეფუძნებოდეს რეალურად არსებულ ადამიანურ, ფინანსურ, ბუნებრივ და სხვა მატერიალურ რესურსებს, რომელთა შორის პირველი რიგის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოებისა და მისი გადამუშავების სექტორების სწრაფ განვითარებას;
დასაქმება
დასაქმებისა და შემოსავლების დონის არსებითი გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარება, ვინაიდან მხოლოდ ამ ფორმითაა შესაძლებელი მოქალაქეთა სამეწარმეო და ინდივიდუალური უნარების ფართოდ გამოყენება და განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყანაში ახალი საწარმოო პოტენციალის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე, მიღებული შემოსავლების ბევრად უფრო მეტ მოქალაქეზე გადანაწილებას. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარება წარმოადგენს ქვეყანაში სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირების და სოციალური პრობლემების მოგვარების ყველაზე უფრო ეფექტურ მექანიზმს.
ჯანდაცვა
სადაზღვევო შენატანებთან დაკავშირებული დამატებითი ფინანსური ტვირთი მოქალაქეებისთვის და დამქირავებლისთვის არ უნდა გაიზარდოს და უნდა ჩაეტიოს დღეს არსებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის არსებულ ურთიერთობებში სახელმწიფოს საოპერაციო ფუნქციები მნიშვნელოვანწილად ჩანაცვლებული იქნება კერძო სადაზღვევო კომპანიებით. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის სისტემის ფინანსურ ეფექტიანობას, შეამცირებს "გაბერილი ხარჯების" პრობლემას და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ფოკუსირება გააკეთოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, მათი ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ფინანსური მხარდაჭერის გზით.
სოციალური უსაფრთხოება
სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს დიფერენცირებული. საჭიროა, ერთი მხრივ, საზოგადოების განსაკუთრებით ღარიბი და ღატაკი ფენებისთვის რეალური ეფექტის მომტანი სოციალური დახმარების სისტემის შექმნა და, მეორე მხრივ, საზოგადოების სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით, შრომისუნარიანი წევრებისთვის, იმ პროგრამების განხორციელება, რომელიც მათ ეკონომიკურ პროცესებში მეტ ჩართვას განაპირობებს (მცირე ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო აქტივობა და ა.შ.)
კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართული სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული და, ძირითადად, მოიცავდეს: საგადასახადო შეღავათებს და გამოქვითვებს, საპენსიო სისტემას, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ შემწეობებსა და სერვისებს, ეკონომიკური აქტივობის მხარდამჭერ პროგრამებს. ამასთან, კანონმდებლობა და პროგრამები ისე უნდა იქნეს შემუშავებული, რომ სოციალური პროგრამები არ ამცირებდნენ ეკონომიკური აქტიურობის სტიმულებს.
სოციალური პოლიტიკის საკვანძო მიმართულებას, ეკონომიკური განვითარების კვალობაზე, საპენსიო დაზღვევის სისტემების განვითარება წარმოადგენს, რაც განხორციელებული უნდა იქნეს საშემოსავლო გადასახადის რეფორმასთან ერთად. ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო პრინციპებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის კონკრეტული მოდელის ეტაპობრივი დანერგვა.
ნარკოპოლიტიკა
დღეს ნარკომანიასთან ბრძოლის ნაცვლად ვებრძვით და ვასუსტებთ ერთმანეთს და ყვავის ნარკომანია და ნარკომაფია. აუცილებელია ამ საკითხზე მეტი საზოგადოებრივი დისკუსია, მეტი კვალიფიციური სპეციალისტის ჩართვა, მეტი კონსენსუსი. უკეთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების რეალური მდგომარეობა და უკეთ უნდა გავიაზროთ ნარკომანიის წამახალისებელი მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში.
გვჭირდება მეტი შედეგის და ნაკლები ზიანის მომტანი ნარკოპოლიტიკა, რომელშიც რეპრესიული ინსტრუმენტები, პოზიტიური სამოტივაციო ფაქტორები და სამკურნალო მეთოდები უკეთ იქნება დაბალანსებული. ამისათვის საჭიროა პარლამენტის და მთავრობის მიერ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებების სისტემა, რამაც დააგვიანა და მივიღეთ ყველაზე უარესი — საკონსტიტუციო სასამართლომ, მხოლოდ უფლებრივ ასპექტებზე დაყრდნობით (სხვა მას არც არაფერი შეეძლო...), ფუნდამენტური ცვლილება შეიტანა სამართლებრივ რეჟიმში.
ტერიტორიული მთლიანობა
საქართველოს პრეზიდენტი თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს:
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო სტრატეგიის დახვეწის, მასზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის და შესაბამისი გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფაში;
- დემოკრატიული სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებში;
- საზოგადოებაში რაციონალური სახელმწიფოებრივი მიდგომების დამკვიდრებასა და იმ სტერეოტიპების დაძლევაში, რის გარეშეც მომავალი შერიგება და გამთლიანება შეუძლებელი იქნება;
- ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების, დასაქმების და წარმატების მიღწევის იმაზე უკეთესი ალტერნატივების გაჩენაში, რასაც რუსეთი სთავაზობს, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების და ვიზალიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაში;
- ჟენევის ფორმატის ხელშეუხებლად აფხაზებთან და ოსებთან თემატური დიალოგის, რაც შეიძლება, მეტი ფორმატის გაჩენაში;
- ოკუპაციის ხაზებს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობის წახალისებაში; აფხაზურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, პოპულარიზაციაში.
გარემოს დაცვა/ეკოლოგია
მხარდაჭერილი იქნება ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა თუ სამთავრობო ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანზე გარემოს ზიანის მიმყენებელი რისკების შემცირებაზე:
- განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა;
- ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება;
- წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესება; ქალაქებში მწვანე ნარგავების კვოტების დადგენა;
- მწვანე საფარის აღდგენა და ახლის გაშენება; დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება;
- კერძო სექტორისთვის სამოტივაციო სისტემების შექმნა და სხვა.~
ეროვნული და რელიგიური უმცირესობები
პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანის დონეზე იქნება დასმული ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ინდივიდუალური და რეგიონული თანამონაწილეობის 10 წლიანი პროგრამის შემუშავება და რეალიზება.
პროგრამის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების წარმომადგენელთა ჩაბმა მათი მისწრაფების, უნარისა და კომპეტენციის ჰარმონიული განვითარების საფუძველზე; ცხადია, არა მათი კულტურულ-ეთნიკურ რელიგიური თავისებურებების ნიველირების მიზნით, არამედ მათში საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქის იდენტობის გაღვივებისთვის.
სექსუალურ უმცირესობათა უფლებები
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დაცვა ყველა შესაძლო ფორმის დისკრიმინაციისგან სახელმწიფოს პრესტიჟის საქმედ იქცა. ეს იმიტომაც, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ რუსული "რბილი ძალის" შანტაჟს (ევროპა=ლგბტ) და იმიტომაც, რომ არ დავუშვათ ადამიანთა ჯგუფისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების აყრის უაღრესად სახიფათო პრეცედენტი. ხოლო ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ სექსუალური უმცირესობის გამო ერს გადაგვარება და გადაშენება ემუქრება, მას საპასუხო "ტაბურეტი" არ უნდა მოვუღეროთ, მას მეტი და უფრო გასაგებად უნდა ავუხსნათ.
საგარეო პოლიტიკა
გეოპოლიტიკურ პროცესებში გამოკვეთილი ძირითადად უარყოფითი ტენდენციების გამო, უახლოესი წლები არ იქნება მარტივი; განსაკუთრებით რისკიანი იქნება ეს წლები მომცრო სახელმწიფოებისთვის, რომლებზეც ავტომატურ რეჟიმში არ ვრცელდება კოლექტიური უსაფრთხოების რომელიმე სისტემის (ჩვენს შემთხვევაში - ნატოს) გარანტიები.
უსაფრთხოების ამგვარი უკმარისობის კომპენსირება შესაძლებელია შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური მობილიზებით და, ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, აშშ-ის მნიშვნელობა საქართველოსთვის სრულიად უნიკალურია.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია საუკეთესო სასტარტო პოზიციაა ორმხრივი სარგებლიანი ურთიერთობების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით - ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის სწორედ ორმხრივი ფორმატებისკენ მიდრეკილების პირობებში.
თავდაცვა
შესამუშავებელია სრულყოფილი, მრავალკომპონენტიანი სტრატეგიული თავდაცვის კონცეფცია და გეგმა, რომელიც შესაძლებელს გახდის საფრთხის მატების პირობებში ნებისმიერმა სახელმწიფო ინსტიტუტმა და მოქალაქემ იცოდეს, ერთი მხრივ, თავდაცვისათვის საჭირო ქცევის წესები, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი როლი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. მაგალითად:
- ლიცენზირებულ საქმიანობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებმა - "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში ცოცხალი ძალის გადაყვანის სქემა;
- სამედიცინო პერსონალმა - საომარ მდგომარეობაში მათი განაწილების სქემა;
- IT სპეციალისტებმა - ქვეყანაზე კიბერშეტევისას მოქმედების სცენარები;
- ინჟინრებმა - მობილიზაციის გამოცხადებისას მათი მოქმედების გეოგრაფია;
- მთელმა საზოგადოება - პასუხის გაცემის ფორმები საინფორმაციო ომის დროს და სხვა.
ჯარის სრულად პროფესიულ-საკონტრაქტო პრინციპებზე გადაყვანასთან ერთად, სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის (იგულისხმება ქალებიც) იმ პირობით, რომ ყველას შეეძლება ამგვარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით.
ქვეყანაში უნდა არსებობდეს სარეზერვო სამსახური. იგი უნდა იყოს, ერთ მხრივ, პროფესიული საბრძოლო (სამხედრო წვრთნა გავლილი პირების) რეზერვის და, მეორე მხრივ, სრულფასოვანი თავდაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პროფესიების წარმომადგენელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
უსაფრთხოების პოლიტიკა
მოკლე დროშია მისაღები კანონი უშიშროების/უსაფრთხოების საბჭოს შესახებ (სამომავლოდ კი მას უნდა აღუდგეს კონსტიტუციური სტატუსი), რომელიც იქნება მუდმივმოქმედი ორგანო, მისი აპარატის შესაბამისი საკადრო/საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის უზრუნველყოფით.
უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის მოწესრიგების შედეგად უნდა გამოირიცხოს ფუნქციების დუბლირება და პარალელიზმი, მკაფიოდ გაიწეროს კომპეტენციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ხარისხობრივად გაუმჯობესდეს საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე.
სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პერსონალურად და სისტემატურად უნდა მონაწილეობდნენ წვრთნებსა და იმიტაციურ ვარჯიშებში, რათა შეიძინონ ექსტრემალურ (საგანგებო და საომარი მდგომარეობა) და არაორდინარულ (ე.წ. ჰიბრიდული ომის გამოვლინებები) ვითარებაში გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება-აღსრულების უნარ-ჩვევები.
მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა აგებული უნდა იყოს ნატოს საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე საქართველოს ადგილმდებარეობის, მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის, საყოველთაო და სპეციფიკური რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
კომენტარები