მანჰეტენი ნიუ-იორკის ხუთი რაიონიდან ერთ-ერთია, რომელიც გასული საუკუნიდან განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა.

მეტიც, მანჰეტენის ცის მონახაზი, რომლიდანაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენები გადმოგვყურებენ, დღემდე ყველაზე ცნობილია.

დროის სხვადასხვა მონაკვეთში კი ის, აი, ასე გამოიყურებოდა:

1876

ფოტო: New York Public Library

ეს არის 1876 წელს გადაღებული ფოტო, რომელშიც ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ბრუკლინის ხიდის კონსტრუქცია ჩანს, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

1902

1900 წლის შემდეგ მანჰეტენზე შედარებით მაღალი შენობების აშენება დაიწყეს, მათ შორის ყველაზე მაღალი კი 119-მეტრიანი პარკ-როუ ბილდინგი იყო.

1908

1908 წლიდან კი სინგერ ბილდინგი დაწინაურდა, რომლის სიმაღლეც 187 მეტრი იყო.

1921

1908 წლის სინგერ ბილდინგის რეკორდი კი მეტროპოლიტენ ლაიფ თაუერმა მოხსნა. 50-სართულიანი შენობის სიმაღლე 213 მეტრი იყო.

1931, ხედი ბრუკლინიდან

ფოტო: Library of Congress

ამ ფოტოზე 1932 წლის ხედია გამოსახული, რომელიც ბრუკლინიდან იშლებოდა. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი შენობა კი 241-მეტრიანი ვულუორზ ბილდინგი იყო.

1932, ხედი ნიუ-ჯერსიდან

1916-1960 წლებში ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობები 50-71-სართულიანი იყო.

1999, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

ფოტო: Richard Berenholtz

იაპონელი არქიტექტორის პროექტით აშენებული, 417-მეტრიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, რომელიც 1973 წელს გაიხსნა, არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ორ ცათამბჯენს წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შედეგად მსოფლიო სავაჭრო ცენტრი განადგურდა.

2002

ტერორისტულმა თავდასხმამ მანჰეტენის ხედი მნიშვნელოვნად შეცვალა და ეს კარგად ჩანს ფოტოში, რომელიც 2002 წელს არის გადაღებული.

2018

ფოტო: Richard Berenholtz

დღეს კი ნიუ-იორკის ხედს ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ამშვენებს და ის აშშ-ს ყველაზე მაღალი, 546-მეტრიანი ცათამბჯენია.

2022, ხედი ცენტრალური პარკიდან

ფოტო: Andrew C Nelson

2000 წლიდან დღემდე მანჰეტენზე მაღალი შენობების მშენებლობის ბუმია და 2022 წლისთვის მისი შენობების მონახაზი დაახლოებით ასეთი იქნება.