MAC: სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება
მედიის ადვოკატირების კოალიციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ინდიგოს ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავებას ეხმიანება.
კოალიციის განცხადებით, საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავები ჟურნალისტების დაკავებას ისეთი მოსახერხებელი საბაბით ახორციელებენ, როგორიცაა "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა".
"მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება "ინდიგოს" ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას, რომელიც, 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროსთან უკანონო "გადამოწმების მოტივით" და "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" საბაბით დააკავეს, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ადვოკატის თქმით, დაკავებისას პოლიციამ მის მიმართ გამოიყენა ჰომოფობიური კომენტარები საყურის ტარების გამო, წაართვეს GoPro კამერა და დამტვრევით დაემუქრნენ.
დამოუკიდებელი მედია "ქართული ოცნების" რეჟიმის მთავარი სამიზნეა. საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა", სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად" — ვკითხულობთ განცხადებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა და არც ერთი სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და დაკავება არ მომხდარა.
"ქართული ოცნების" რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში.
პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, არცერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემოაღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს "ქართული ოცნების" მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და განაგრძობს ბრძოლას მათი თავისუფლებისა და უფლებების დაცვისთვის." — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 აპრილს, პოლიციამ ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია "გადამოწმების მიზნით" "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით დააკავა. ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა პუბლიკასთან საუბრისას განაცხადა, რომ საბა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც ორმა პოლიციელმა გააჩერა.
იურისტის თქმით, მათ ჟურნალისტს პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვეს, რასაც ის დაემორჩილა. ასევე დაემორჩილა ჩანთის გახსნის მოთხოვნასაც, ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნაზე კი თქვა, რომ ამას თვითონ გააკეთებდა.
7 აპრილს, ინდიგოს გენერალურმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა ფეისბუქ-პოსტში განაცხადა, რომ ჟურნალისტ საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს.
ნატა ძველიშვილმა NEWS.on.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საბა სორდიასთვის იზოლატორში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადვოკატმა ჟურნალისტი იზოლატორში მოინახულა.
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები