ფული გადაგვარიცხინა და დავრჩით უკბილოდ — ბათუმში სტომატოლოგს თაღლითობაში ადანაშაულებენ
ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურ კლინიკას მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ. დღეს, 11 ოქტომბერს რამდენიმე ათეულმა დაზარალებულმა ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართა აქცია.
მათი თქმით, სტომატოლოგმა მოტყუებით უფასო მომსახურება შესთავაზა, უმეტესობას მკურნალობა ჩაუტარა, ზოგს კბილები ამოუღო და მომსახურება შეწყვიტა.
პაციენტის, გურამ მიქელაძის ცნობით, ექიმი მათ დაზღვევის ფარგლებში მკურნალობას დაჰპირდა. ის ამბობს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ნაცვლად, მოტყუებით ბანკთან გააფორმეს ხელშეკრულება და ექიმმა თანხა მიითვისა.
"ხელი მოვაწერეთ, მაგრამ არ ვიცოდით, რომ სესხი კეთდებოდა, უნდა გაკეთებულიყო დაზღვევით და უნდა გადაეხადა მას. სახანძროს თანამშრომლებია აქ და ყველას აქვს დაზღვევა", — ჰყვება აქციის მონაწილე უჩა ართმელიძე.
კიდევ ერთი დაზარალებული, გურამ მიქელაძე აცხადებს, რომ ექიმი მათ დაზღვევის გაფორმებაში დახმარებას დაჰპირდა:
"დაგვარწმუნა იმაში, რომ უფასოდ კეთდებოდა კბილები, რომ მას ჰყავდა და ლეილა ღოღობერიძე ჯანდაცვის სამინისტროში. თქვა, რომ ეხმარებოდა საყოველთაო დაზღვევის გადმორიცხვაზე. ჩვენც დავთანხმდით, რომ უპრობლემოდ იქნებოდა ეს ყველაფერი. მან ადგილზევე გააფორმა ეს დოკუმენტები, მე პირადად 20 კბილი მაქვს ჯანმრთელი და მან ჩამიწერა 28 კბილი და 2 800 ლარი გამომატანინა შეცდომით".
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ექიმს ვერ უკავშირდება და მასთან სამსახურში მისვლისას ადგილზე არ ხვდება:
"მითხრა, გაგიკეთებ კბილებსო. მივედი, მითხრა, მოდი ხვალ, მოდი ზეგ. ასე მატყუებს, მტკივა კბილები და ვერ ვლაპარაკობ".
დაზარალებული დავით ართმელიძე ჰყვება, რომ ექიმმა ფული ვინმე გულო ფუტკარაძის ანგარიშზე გადაარიცხინა:
"დავრჩით ასე უკბილოდ. ფულს ზოგს ვიხდით, ზოგს ვერ ვიხდით და ვართ ასე".
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით აღიძრა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები