ახალსოფლის მოსახლეობა ადგილობრივი პირის გარდაცვალების საქმეში პოლიციელებს ადანაშაულებს
გუშინ, 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში ერთი პირი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებენ, გარდაცვლილი პოლიციამ ალკოტესტის ჩატარების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ის შეუძლოდ იყო. მათივე თქმით, აღნიშნულმა პირმა პატრულის თანამშრომლებს უთხრა, რომ ცუდად იყო და წამლის დასალევად გაეშვათ, რაც სამართალდამცველებმა არ გაითვალისწინეს და დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამასობაში მოქალაქეს გული წაუვიდა და გარდაიცვალა.
შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 8 ოქტომბერს გამოეხმაურა. ისინი აცხადებენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.
რაც შეეხება მომხდარს, შსს-ს განცხადებით, პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა გარდაცვლილს მანქანის გაჩერება სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მოსთხოვეს. უწყების ვერსიით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოქალაქემ შემოწმებაზე უარი თქვა, ავტომანქანა საკუთარი სახლის ეზოში შეიყვანა, პოლიციის თანამშრომლებთან დაბრუნდა და ამის შემდეგ მისცა მათ საშუალება, ჩაეტარებინათ ტესტი.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა დატოვა ტერიტორია, მოქალაქე კი სახლთან დარჩა. მათივე ცნობით, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოქალაქეებმა პატრულს მიმართეს, ადგილზე მისვლისას კი მოქალაქე უგონო მდგომარეობაში დახვდათ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიციამ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა, აღნიშნული პირი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები