მოძრაობის #მეც ერთი წლის თავზე სექსუალური ძალადობა პრობლემად რჩება
ფოტო: Reuters
ერთი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც მოძრაობამ #მეც ამერიკა მოიცვა, სექსუალური ძალადობა მსოფლიოს გარშემო პრობლემად რჩება.
გამოკითხვებით ყოველი ერთი კაცი ოთხიდან რვა ქვეყანაში ფიქრობს, რომ ისინი თავიანთი თანამშრომლებისგან სექსუალური კავშირის დამყარებას მოელიან. აღნიშნული მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის კვლევის შედეგებია. გამოკითხვა აჩვენებს, რომ მიუხედავად კამპანიისა #მეც, სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად ბევრი ნაბიჯი უნდა გადადგეს.
"შოკისმომგვრელია, რომ ეგვიპტეში დამსაქმებლების 62 პროცენტი ფიქრობს, რომ ისინი იმსახურებენ სექსს მათი თანამშრომლებისგან", — ამბობს რეიჩელ ლემანი, ორგანიზაციის დირექტორი.
"თუმცა ამერიკაშიც კი, სადაც ეს რიცხვი დაბალია, ყოველი რვა კაციდან ერთს მსგავსი შეხედულება აქვს 2018 წლის მონაცემებით. ეს აჩვენებს, რომ [სექსუალური შევიწროება] გლობალური პრობლემაა", — ამბობს ის.
კამპანია #მეც
ერთი წლის წინ, ოქტომბერში გამოცემებმა ნიუ იორკ თაიმსმა და ნიუ იორკერმა საგამომძიებლო რეპორტაჟი გამოაქვეყნეს, რომელიც ჰოლივუდის პროდიუსერის, ჰარვი უაინსტაინის მიერ რამდენიმე ქალის მიმართ ძალადობის და შევიწროების ბრალდებებს მოიცავდა.
ცნობილი პროდიუსერი, რომლის ფილმებიც ბევრჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა კონკურსებზე, ქალებს კარიერულ წარმატებაში დახმარებას პირდებოდა სექსუალური კავშირის სანაცვლოდ. ბრალდების მიხედვით, მსახიობები მირა სორვინო და ეშლი ჯადი "შავ სიაში" მოხვდნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს უაინსტაინის მოთხოვნების შესრულებაზე.
დღეს უაინსტაინის საქმე სასამართლოშია. მას გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე უწევს პასუხის გაცემა.
მას შემდეგ, რაც უაინსტაინის ისტორია საჯარო გახდა, უამრავმა ქალმა სხვადასხვა ინდუსტრიიდან დაიწყო საუბარი სექსუალური შევიწროების და ძალადობის შემთხვევებზე — ეს მოძრაობა სოციალურ ქსელ ტვიტერზე ცნობილი გახდა ჰეშტეგით #მეც.
ერთი წლის შემდეგ, მოძრაობას #მეც ამერიკულ საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს სოციალურად, პოლიტიკურად თუ კერძო სექტორში.
პოლიტიკური მხარე
კამპანია #მეც მამოძრავებელი ძალა გახდა ქალი კანდიდატებისთვის, რომლებიც პოლიტიკური თანამდებობებისთვის იბრძვიან.
ამერიკის კონგრესის, შტატის გუბერნატორების და საკანონდებლო ორგანოების არჩევნებში, ქალი კანდიდატების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
"ვფიქრობ #მეც ხელს უწობს და ეხმარება იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვსვამთ კითხვებს ქალებსა და კაცებს შორის და ზოგადად ძალაუფლების უთანასწორობაზე", — ამბობს კელი დიტმარი, რუტგერის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
"და თუ ყურადღებას მიაპყრობ და დააკვირდები ჩვენს ინსტიტუტებში ძალაუფლების უთანასწორობას, ნახავ რომ ქალები არ სხედან მაგიდებთან, ქალები არ არიან წარმოდგენილი მაღალ პოზიციებზე, თუ მნიშვნელოვანი გადაწვეტილების მიღების პროცესში", — ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, მოახერხებენ თუ არა ქალი კანდიდატები არჩევნების დღეს წარმატების მიღწევას, დიტმარი ამბობს, ისინი უკვე ცვლიან წარმოდგენებს, თუ როგორი უნდა იყოს კანდიდატი და გზას უხსნიან ქალებს პოლიტიკაში.
მოძრაობამ ასევე შეცვალა კაცების წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილზე თუ მის მიღმა. თუმცა ბევრი ღელავს, რომ მოძრაობა ძალიან შორს წავიდა.
"ვფიქრობ ბევრი ადამიანი თვლის, რომ მოძრაობა შორს წავიდა, ამას ჩვენი პრეზიდენტიც ამბობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", — ამბობს ერიკ ვინცენტი არიზონიდან.
თუმცა CARE-ის კვლევა აჩვენებს რომ ჯერ ისევ დიდი გზაა გასავლელი იმისთვის, რომ ქალები თავისუფალნი გახდნენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები