დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და სათანადო კვალიფიკაცია — NGO-ები ლგბტ აქტივისტების ცემაზე
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თანასწორობის მოძრაობის ოთხი აქტივისტის ცემის საქმე პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ. საქმე ეხება 29 სექტემბერს თანასწორობის მოძრაობის წევრებზე ძალადობის შემთხვევას, რომელიც მათი ოფისის მიმდებარედ მოხდა.
"მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ... გამოძიება, მათ შორის, მსხვერპლებისათვის დაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება, დანაშაულებრივი ქმედების სათანადო კვალიფიკაციის გამოყენება, ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ნათლად ასახვა", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება საქმეზე მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საქმეში მუქარა და ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულიც იკვეთება. ამასთან, მათი თქმით, პოლიციამ აღნიშნული შემთხვევა ორმხრივ დაპირისპირებად შეაფასა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"შსს-ს მიერ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის ორმხრივ დაპირსპირებად შეფასება, სადაც აგრესორი და მსხვერპლი თანასწორ მხარეებად არიან წარმოჩენილნი, აცდენილია მსგავსი ტიპის ძალადობის სწორ სამართლებრივ და სოციალურ ხედვას და სამართალდამცავი ორგანოების მიკერძოებულობის მიმართ ეჭვებს წარმოშობს", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
NGO-ების თქმით, ამ დრომდე მოძალადე პირი პოლიციის მიერ არაა დაკავებული, რის გამოც თანასწორობის მოძრაობის ოფისი დაკეტილია.
"ცხადია, არსებული არაეფექტიანი პოლიტიკა და სამართალდამცავ სისტემაში ჰომოფობიური პრაქტიკისა და კულტურის პრობლემა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- თანასწორობის მოძრაობა – Equality Movement;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI;
- მედიის განვითარების ფონდი – MDF;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი – Article 42 of the Constitution;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის – PHR;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI;
- საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები – GYG.
თანასწორობის მოძრაობის წევრების ცემის საქმე
28 ოქტომბერს, 23 საათზე თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.
ორგანიზაციის ცნობითვე, დაზარალებულია სამი ლგბტ აქტივისტი:
"თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე ემუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა.
თანასწორობის მოძრაობამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მეზობლების მხრიდან მომეტებული საფრთხის გამო, თანამშრომლების და ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, ორგანიზაციის ოფისი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემამდე დაკეტილი იქნება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები