ქომაგები: შევწყვიტოთ კაპიტნის კრიტიკა და მხარი დავუჭიროთ კაშიას, მას აქვს უფლება გამოხატოს პოზიცია
ქართული სპორტის ქომაგები მოუწოდებენ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს დააფასონ გურამ კაშიას გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ მას. ქომაგები ამბობენ, რომ კაშია თავისუფალი ადამიანია და მას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიციები, მათ შორის ისეთ მგძნობიარე თემებზე, რომელიც საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია. მათივე თქმით, ეს არ აკნინებს კაშიას, როგორც ფეხბურთელს.
ქომაგების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ესმით საქართველოს, როგორც ტრადიციული სახელმწიფოს მნიშვნელობა, სადაც ისტორიულ წარსულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი პატივს სცემენ ეროვნულ ცნობიერებას, მაგრამ ამავდროულად პატივს სცემენ ადამიანის თავისუფლების ცნებას.
"საქართველო ყოველთვის იყო და იქნება თავისუფალი ადამიანების სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური რეპრესიების, ბედის უკუღმართობის თუ სხვა მიზეზების გამო არსებულ მძიმე ვითარებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები თავს აღწევდნენ სწორედ თავისუფლების იდეით და თავისუფლების მიზნით", - წერია განცხადებაში.
ქომაგები ამბობენ, რომ გურამ კაშია როგორც რიგითი ჯარისკაცი აქტიურად იბრძოდა ნაკრების ინტერესებისთვის და მომდევნო თამაშებზეც ის ღირსეულად წარსდგენა ნაკრების მაისურით:
"ერცერთი გულშემატკივარი, თუკი ის გულწრფელი იქნება, ვერ გაიხსენებს მატჩს და მომენტს, როცა ნაკრების კაპიტანმა გუნდს უღალატა და ბოლომდე არ დაიხარჯა. ვერცერთი ქომაგი, მას ბრალს ვერ დასდებს არაპროფესიონალიზმში და ეს მან არაერთგზის დაამტკიცა, არაერთ ვითარებაში".
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმაც. კაშიას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში დაიწო კამპანია #გურამშენთანვართ. მას შემდეგ, რაც კაშიამ ვერიფიცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა მომხმარებლები მხარდამჭერ პოსტებს ინსტაგრამის სთორიში აქვეყნებენ იმისთვის, რომ მას ხმა მიაწვდინონ.
ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია. ფეისბუქის მომხმარებლები კი მხარდასაჭერად ჩარჩოს იყენებენ. ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად დააკლიკეთ აქ.
ფლეშმობს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ კაშიამ ინსტაგრამის სთორიში პოსტები გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს და ის გააგრძელებს თამაშს საქართველოს ნაკრებში.
გასული წლის ოქტომბერში ფეისბუქზე კაშიას ფოტოს გამოჩნდა, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია. ფოტომ ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. მოგვიანებით კაშიამგანაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.
გურამ კაშიამ უეფასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები