BBC-ის ცნობით, ფლორიდაში, ჯექსონვილში გასართობ ცენტრში სროლას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სროლაში ბრალდებული ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცავებისთვის ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა მასთან ერთად კიდევ ერთი პირი. პოლიცია სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს.

შერიფის ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც და ადგილობრივებს მოუწოდებენ შემთხვევის ადგილს ნუ მიუახლოვდებიან.

BBC იუწყება, რომ სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც ვიდეო თამაშების შეჯიბრი მიმდინარეობდა.