რეისიდან მოხსნილი აუტიზმის მქონე ბავშვი და მშობელი ათენში უფასოდ გაფრინდებიან
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, რომლებიც ბავშვის გაღიზიანების გამო ბორტზე არ აუშვეს, შემდეგი რეისით, 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მიაწოდა.
ბავშვის დედის ნანა ანთიძე თქმით, 23 აგვისტოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს, რადგანაც ფრენამდე მისი შვილი გაღიზიანებული იყო. ისინი საბერძნეთში ცხოვრობენ და სწორედ იქ აპირებდნენ დაბრუნებას.
ანთიძის თქმით, ისინი ბორტზე ავიაკომპანია Wizz Air-მა არ აუშვა. ასევე, აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეგისტრაციის უფლება არ მისცეს, როდესაც დაინახეს, რომ ბავშვი გაღიზიანებული იყო.
როგორც დედა ყვება, მისი შვილი გაღიზიანებული გაფრენამდე იყო. მისივე თქმით, რეგისტრაციის დასრულებამდე და ფრენამდე ორი საათით ადრე ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო, რაც ექიმებმა წერილობითაც დაუდასტურეს, თუმცა ისინი თვითმფრინავში მაინც არ აუშვეს.
მისი თქმით, ფრენამდე, როდესაც ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო, მისი მდგომარეობის სანახავად არავინ მისულა, არც ექიმის წერილობითი დასტური უნახავს ვინმეს:
"თვითონ ექიმი დავალაპარაკე პილოტს, რომ ბავშვი დაწყნარებულია და მოდით, ნახეთ. არავინ არ გამომეხმაურა. მომხსნეს რეისიდან და პასუხიც ვერ მივიღე... ბავშვი დამეღუპება ამ ვითარებაში, იქ ჰყავს პირადი ექიმი, იქ ვცხოვრობთ, ახლა ეწყებათ სკოლა და სპეციალური კურსები".
ნანა ანთიძე ითხოვდა, რომ 26 აგვისტოს, უახლოესი რეისით გაფრენის საშუალება მიეცათ, თუმცა ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მომხდარი ფაქტი დაადასტურა. მათი განმარტებით, ბავშვის შეტევას შეესწრო ხომალდის მეთაური და ბორტზე მის ასაყვანად შესაბამისი სამედიცინო დასკვნა მოითხოვა.
როგორც აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე, რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის და არც სხვა მგზავრებს შეუქმნიდა ფრენისას დისკომფორტს.
"ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები