ყოფილი ლეოგრანდი უსაფრთხოების ნორმებში ხარვეზების გამო დღეს, 17 აგვისტოს იხურება
სასტუმრო ველმონდი, იგივე ყოფილი ლეოგრანდი, დღეს, 17 აგვისტოს დაიხურება. მიზეზი უსაფრთხოების ნორმებში გამოვლენილი ხარვეზებია. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურმა On.ge-ს განუმარტა, ამ დროისთვის ველმონდიდან სტუმრები გამოჰყავთ და სხვა სასტუმროებში ანაწილებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს საქმიანობის შესაჩერებლად ვადა 17 აგვისტოს 18 საათამდე მისცა. როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აღნიშნეს, სასტუმრო სტუმრებისგან ბოლომდე სწორედ ამ დრომდე დაიცლება და დაიხურება. დეპარტამენტის ინფორმაციითვე, სასტუმრო ფუნქციონირებას მას შემდეგ გააგრძელებს, რაც საგანგებოს მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შესრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია და აჭარის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული, რის შედეგადაც კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიეს.
"დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს. რაც შეეხება იმ ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოსწორდება და შემდეგ უკვე ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნესოპერატორის საქმიანობა", - განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. ტრაგედიის შემდეგ სასტუმრო ლეოგრანდმა ფუნქციონირება ველმონდის სახელწოდებით გააგრძელა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 10 ივლისს განაცხადა, რომ სასტუმრო უსაფრთხოების ნორმებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა და სასამართლოს მიმართა. მათი თქმით, შენობაში კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები არაა დამონტაჟებული, რაც ევაკუაციას აფერხებს და სწორედ ეს იყო გასულ წელს ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი. საგანგებომ სტუმრების გასაყვანად სასტუმროს 17 აგვისტომდე მისცა ვადა, ხოლო თუ ისინი ამ ვალდებულებას არ შეასრულებდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც აღსრულდებოდა და დაწესებულება დაიხურებოდა.
ამის შემდეგ სასტუმროს ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა განაცხადა, რომ სასტუმროს დახურვა აგვისტოში, როცა ტურისტული სეზონის პიკია, გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს სასტუმროს. გუშინ, 16 აგვისტოს საგანგებომ განაცხადა, რომ დაიწყო ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის.
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
კომენტარები