არა, კაცობრიობა ერთ კონკრეტულ ადგილას არ გაჩენილა - ამბობენ მეცნიერები
ადამიანებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აფრიკის კონტინენტზე მიმოფანტულად ჩნდებოდა
ჩვენი სახეობის წარმოშობის წყაროდ უკვე დიდი ხანია აღმოსავლეთ აფრიკაში, 300 000 წლის წინათ არსებული ერთი კონკრეტული პოპულაცია ითვლება, თუმცა ანგარიშგასაწევი მეცნიერები თვლიან, რომ დროა, ეს მოცემულობა გადაიხედოს. ისინი ვარაუდობენ, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები არა აფრიკის ერთ კონკრეტულ რეგიონში, არამედ მოზაიკურად, აფრიკის მთელი კონტინენტის მასშტაბით გაჩნდა.
"დღემდე ფართოდაა გავრცელებული ადამიანის ერთი, მეტ-ნაკლებად იზოლირებული პოპულაციიდან წარმოშობის თეორია, თუმცა ეს ისტორიის ზედმეტად გამარტივებაა", - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი და კვლევის ავტორი ელეანორ სკერი.
აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ადამიანის მთავარი ნიშან-თვისებები, ტვინის სფერული ფორმა, გამოწეული ნიკაპი და პატარა სახე არა ერთ, არამედ ერთმანეთისგან იზოლირებულ სხვადასხვა პოპულაციებში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა.
ბოლოდროინდელი ანალიზის თანახმად, ადამიანური მახასიათებლების მქონე პოპულაციები ათასწლეულების განმავლობაში იყვნენ ერთმანეთისგან გაყოფილი მდინარეებით, მთებითა თუ უდაბნოებით, კლიმატური ცვლილებების შემთხვევაში კი ისევ იკვეთებოდნენ.
"ბუნებრივმა წინააღმდეგობებმა გამოიწვია მიგრაცია, რაც თავის მხრივ მსგავს ჯგუფებს შორის კონტაქტის შესაძლებლობას ზრდიდა. პოპულაციები ერთმანეთში ირეოდნენ, მოგვიანებით კი ისევ ცალკევდებოდნენ", - ამბობს სკერი.
ეს თეორია ტერიტორიულად დაშორებულ ადგილებში მსგავსი იარაღების, მორთულობებისა და ჭურჭლის აღმოჩენითაც დასტურდება. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მომავალში ადამიანის წინაპრების კატეგორიზაციაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება. დაახლოებით 200 000-400 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ბევრად უფრო პრიმიტიული ადამიანური სახეობების გვერდით ცხოვრობდნენ, რომელთაც ჰომო ნალედის უწოდებენ (გავრცელების არეალი - სამხრეთ აფრიკა), არსებობდნენ შედარებით დიდტვინიანი ჰომინიდებიც, სახელად ჰომო ჰეიდელბერგენზისი (ცენტრალური აფრიკა) და კიდევ უამრავი სახეობა, რომელთა აღმოჩენა ჯერჯერობით ვერ შევძელით.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები