Tbilisi Open Air 2016 - ფოტორეპორტაჟი სამდღიანი ფესტივალიდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Tbilisi Open Air 2016-ის სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი დასრულდა. სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის მთავარ სცენაზე გამოვიდნენ AIR, Morcheeba, Unkle, Steve Vai, Blue Foundation, Damien Rice და Tricky. ასევე, ქართველი შემსრულებლები რობი კუხიანიძე, ქეთათო და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს წელს ბოიკოტი რამდენიმე ქართულმა ბენდმა გამოუცხადა, ღონისძიებაზე ერთგულ მსმენელთა ნაკლებობა არ იგრძნობოდა.
Tbilisi Open Air ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით იმართება. წელს, მუსიკალური ღონისძიება 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, Lisi Wonderland-ზე გაიმართა.
კომენტარები