"მსოფლიოს უძველესი ბავშვის" ფეხი გვაჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები ბავშვობაში ხეებზე დაცოცავდნენ
სავარაუდოა, რომ საფრთხეებისგან თავის დასაცავად ბავშვი ავსტრალოპითეკები ხეებზე დაცოცავდნენ
3 მილიონი წლის წინ ჩვენი შორეული ნათესავი ავსტრალოპითეკუს აფარენსისი ერთ-ერთი პირველი პრიმატი იყო, რომელიც ორ ფეხზე გადაადგილდებოდა. სწორედ ამის გამო ავსტრალოპითეკების მიმართ მეცნიერების ინტერესი არასდროს ნელდება.
ახალ კვლევაში, რომელიც ეთიოპიაში აღმოჩენილი A.afarensis-ის ბავშვის ძალიან იშვიათ ნამარხზეა დაფუძნებული, ვიგებთ, რომ მათი ფეხები ხეებზე ცოცვაზე იყო მორგებული, ყოველ შემთხვევაში, ადრეულ ბავშვობაში მაინც.
Science Advances-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები კვლევის შედეგებს გვაცნობენ რომლის ფარგლებშიც მათ, A.afarensis-ის განამარხებული ბავშვის, სახელად სელამის, ტერფების აგებულება შეისწავლეს. ეს კონკრეტული ნამარხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ როგორ იცვლებოდა A.afarensis ის ფეხი დაბადებიდან ზრდასრულობამდე რაც, თავის მხრივ, გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები.
A.afarensis-ის შესახებ ყველაზე ბევრი მისი ცნობილი ნამარხისგან, ლუსისგან ვიცით. ლუსი 3.2 მილიონი წლის წინანდელი ჰომინინია, რომელიც 1974 წელს ეთიოპიაში აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მომდევნო წლებში ამავე ადგილას A.afarensis-ის სხვა ნაშთებიც აღმოაჩინეს, რის შედეგადაც მათი ცხოვრების სტილის და თავისებურებების განსაზღვრა შეძლეს.
ამ სახეობის კიდურები და თეძოები ჩვენსას ძალიან წააგავს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად ორ ფეხზე გადაადგილდებოდნენ. მიუხედავად ამისა, მათ ანატომიაში მაინც შეიმჩნევა გარკვეული ნიშნები რაც მიუთითებს, რომ, თანამედროვე ადამიანებთან შედარებით, ცოცვა მათ ბევრად მოხერხებულად შეეძლოთ.
სელამი და ლუსი წელში გამართულები იდგნენ და ორ ფეხზე მშვენივრად გადაადგილდებოდნენ. შორიდან დანახვის შემთხვევაში, მათ თანამედროვე ადამიანისგან ვერც გაარჩევდით, თუმცა ახლოდან აშკარა გახდებოდა, რომ მათ უფრო პატარა თავის ქალა, გრძელი ხელები და თმით დაფარული სხეული ჰქონდათ.
როდესაც მეცნიერებმა სელამის ტერფის სტრუქტურა შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ მისი ფეხის ცერა თითი და მისი სახსარი ჩვენგან განსხვავებულია. საინტერესო ის არის, რომ სელამის ფეხი და სხეულის თავისებურებები ზრდასრული A.afarensis-ის სხვა ნამარხებისგანაც განსხვავდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვ ავსტრალოპითეკებს ზრდასრულებთან შედარებით უფრო მოხერხებულად შეეძლოთ ტოტებზე მოჭიდება და ხეებზე ძრომიალი. სავარაუდოა, რომ საფრთხეებისგან თავის დასაცავად ბავშვი ავსტრალოპითეკები ხეებზე უფრო მეტ დროს ატარებდნენ. გარდა ამისა, ისინი მშობლებზე ჩამოკიდებასაც უფრო ადვილად შეძლებდნენ, რაც დედა ავსტრალოპითეკებს საქმეს გაუადვილებდა.
თუ A.afarensis-ის ზომას გავითვალისწინებთ, ისეთი მტაცებელი ცხოველები, როგორებიც არიან აფთარი, ტურა, ხმალკბილა ვეფხვი და ა.შ პატარა ავსტრალოპითეკებს დიდ საფრთხესს შეუქმნიდნენ. მტაცებლისგან გაქცევისთვის თუ ღამე მშვიდად გამოსაძინებლად, ხეები მათთვის შედარებით უსაფრთხო ადგილები იქნებოდა.
მართლაც, თუ შენ 3 მილიონი წლის წინანდელ აფრიკის უდაბნოში, ღია ცის ქვეშ ცეცხლისა და იარაღების გარეშე ცხოვრობ, ალბათ, სჯობს, მზის ჩასვლის შემდგომ მაღალ ხეებზე აძრომა სწრაფად შეგეძლოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები