გამოქვაბულში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვები ყვინთვას სწავლობენ - რა გეგმა აქვს მთავრობას?
ფოტო: The Guardian
ცხრადღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ბავშვები და მათი ფეხბურთის მწვრთნელი ჯერ კიდევ გამოქვაბულში არიან. მაშველებს მათ გამოსაყვანად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ბავშვებს სპეციალური ტრენინგები უტარდებათ. ისინი ყვინთვას სწავლობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მათი გამოყვანა წვიმის შედეგად გაჩენილი წყლის დონის დაწევამდე გადაწყდება.
ტაილანდის ხელისუფლება ცდილობს, გამოქვაბულში არსებული წყლის დონე როგორმე დაწიოს, რათა შიგნით დარჩენილი 12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი დროულად გამოიყვანონ გამოქვაბულიდან. ამ ოპერაციის შესრულება იქამდე უნდა მოხდეს, სანამ შტორმი გამეორდება. იმ შემთხვევაში, თუ შტორმამდე ბავშვები და მათი მწვრთნელი ვერ გადაარჩინეს, დაზარალებულების გამოქვაბულიდან გამოყვანა რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.
სწორედ ამიტომ, მაშველებს ბავშვებისთვის ცურვის სწავლება საუკეთესო გამოსავალი ჰგონიათ. მართალია, თორმეტიდან არც ერთმა იცის ცურვა, თუმცა მაშველები მათ სასუნთქი აპარატების ხმარებასა და მორგებასაც ასწავლიან, რათა მათი გამოყვანა უვნებლად მოხერხდეს. აუცილებელია, რომ ეს ოპერაცია კვირის ბოლომდე წარმატებით შესრულდეს, რადგან უახლოეს დღეებში მუსონური წვიმებია მოსალოდნელი.
მიუხედავას იმისა, რომ გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვები და მწვრთნელი სასუნთქი აპარატის მოხმარებას სწავლობენ, ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ უცდია გამოსვლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამაშველო რაზმები მინიმუმამდე შეძლებენ წყლის დონის შემცირებას და დაზარალებულებს საშუალება ექნებათ გამოქვაბულის დიდი ნაწილი ცოცვით გამოიარონ, მათ მაინც მოუწევთ რაღაც ნაწილის გამოცურვა.
დაივინგის საერთაშორისო გუნდის ტაილანდური კონტინგენტის ერთ-ერთი კოორდინატორი ამბობს, რომ დაზარალებულები გამოქვაბულის შემაღებულ ადგილას იმყოფებიან და მოულოდნელი წყალდიდობისგან დაცულები არიან.
"მიუხედავად ამისა, მაშველებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, რადგან პარასკევისთვის შტორმია მოსალოდნელი და თუ წვიმა კვლავ დაიწყება, გამოქვაბულის დიდი ნაწილი მთლიანად წყლით დაიფარება", - ამბობს ის.
"თუ ეს მოხდება, შიგნით ჩარჩენილ ბავშვებთან და მათ მწვრთნელთან კომუნიკაციის დამყარება და საკვების შეგზავნა წარმოუდგენელი იქნება", - დაამატა მან.
ოთხშაბათს გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ბავშვებთან ტაილანდის ფლოტის ექიმები იმყოფებიან. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ბავშვებს პირველ დახმარებას უტარებდნენ. პატაიას სანაპიროზე კი, რომელიც გამოქვაბულთან ახლოს მდებარეობს, რამდენიმე ჯარისკაცი და მედდა მორიგეობს. ისინი დაზარალებულების ჯანმრთელობას აკვირდებიან და მათ მორალურ გამხნევებას ცდილობენ.
"ჩვენ მათზე ისე ვზრუნავთ, როგორც საკუთარ შვილებზე ვიზრუნებდით", - ამბობს ჩანგ რეის პროვინციის გუბერნატორი ნარონგსაკ ოსატანაკორნი.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ბავშვები და მათი მწრვთნელი საკვებისა და წყლის მარაგის მიწოდების შემდეგ, მენტალურად და ფიზიკურად ბევრად უკეთ გამოიყურებიან. ამ დროისთვის ბავშვებს არ მიეცათ საშუალება, რომ თავიანთ მშობლებს ტელეფონით გასაუბრებოდნენ. მაშველებმა ერთხელ სცადეს ტელეფონის შეტანა, თუმცა წყლისგან დამცავი გატყდა და ტელეფონიც დაზიანდა. ამ დროისთვის, სხვა ტელეფონის შეტანა იგეგმება.
"მას შემდეგ, რაც მათთან ტელეფონი მიაღწევს, გვინდა, რომ მშობლებს გაესაუბრონ. ეს დაძაბულობას მნიშვნელოვნად განმუხტავს", - ამბობს არმიის წარმომადგენელი.
ადგილობრივი მაშველები ამბობენ, რომ ყველა დაზარალებულის გამოყვანა ერთდროულად უნდა მოხერხდეს.
"ჩვენ 100%-ით უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ბავშვებს ერთად გამოვიყვანთ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა უფრო ადრე იყოს მზად, ვიდრე დანარჩენები. თუკი ეს ასე მოხდა და ისინი არ იქნებიან მზად, ან გამოყვანა რისკიანი იქნება, ამას არ გავაკეთებთ", - ამბობს მაშველი.
პროვინციის გუბერნატორი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა გამოქვაბულში წყლის დონე მალე შეამცირონ.
"წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა თუ იწვიმებს, ვერაფერს გავაწყობთ. იმედია არ იწვიმებს და კარგ შედეგს მივაღწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დრო შეზღუდულია და ბავშვები სასწრაფოდ უნდა ვიხსნათ", - ამბობს გუბერნატორი.
მისი თქმით, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. გარდა ამისა, მყვინთავები სპეციალურ ხვრელებს აკეთებენ დაზარალებულების გარშემო, რათა წყლის დონის დაწევა და ბავშვების გამოყვანა გამარტივდეს. მიუხედავად ამ სამუშაოებისა, გუბერნატორი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღის თქმა, თუ როდის მოხდება ბავშვების დახსნა, შეუძლებელია.
"ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული", - ამბობს ის.
ევაკუაციის გეგმის დამუშავების პარალელურად, ტაილანდური ფლოტი სცენარის სხვა განვითარებისთვისაც ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების გამოყვანა დროულად ვერ მოხერხდება, ფლოტი დაზარალებულებისთვის ოთხი თვის საკვების მარაგისა და მედიკამენტების მიწოდებას გეგმავს. ეს სწორედ ის დროა, რომელიც წვიმის შემთხვევაში წყლის დონის დასაწევად იქნება საჭირო.
ტაილანდელმა ჯარისკაცებმა სამშაბათს ევაკუაციის პირველი ვარჯიში ჩაატარეს. გეგმის მიხედვით, გამოქვაბულის გამოსასვლელთან მომზადებულია სასწრაფო დახმარების მანქანებთან მისასვლელი სპეციალური დერეფანი. მას შემდეგ, რაც ბავშვებს გამოიყვანენ, მათ საავადმყოფოებში გადაიყვანენ.
მენტალურ ჯანმრთელობაზე მზრუნველები ამბობენ, რომ მათი თითო წარმომადგენელი ბავშვების მშობლებთან ერთად, ბიჭებს საავადმყოფომდე მიაცილებენ.
12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი გამოქვაბულში 23 ივნისს აღმოჩნდნენ და მეთერთმეტე დღეა იქ არიან. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
ტაილანდელი ბავშვები ცხრა დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში ტაილანდელი მყვინთავი-მაშველები, ბრიტანელი მყვინთავები და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. ოპერაციაში ათასამდე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ჯგუფები ჩინეთიდან, ავსტრალიიდან და მიანმარიდან.
ამავე თემაზე:
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა


კომენტარები