აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ორწლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს, 4 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა. ზვიად პატარაძემ განმარტა, რომ ეს არის "ჩვეულებრივი როტაცია".

პატარაძემ ბრიფინგისას შეაჯამა თავისი მმართველობის პერიოდი. მან აჭარაში დაგეგმილი საბაგირო გზისა და ცენტრალური ზოოპარკის მშენებლობისთის მადლობა გადაუხადა ქართუ ფონდს, განსაკუთრებული მადლობა კი ბიძინა ივანიშვილს.

მან მადლობა გადაუხადა ქართულ ოცნებას, საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოსა და მედიას:

"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული ოცნების წევრი. გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში. ძალიან მალე თქვენ გექნებათ ინფორმაცია, თუ ვაგრძელებ მუშაობას".

კანონმდებლობით, პატარაძის განცხადების შემდეგ, უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებსაც.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლის დაინიშნა და მისი წინამორბედი, არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლა. 2013 წლიდან ის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი იყო. 2012 წლიდან 2013 წლის პირველ მარტამდე კი თურქეთში საქართველოს ელჩი.