ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სია შეადგინა. რეიტინგის შედგენისას, სააგენტომ მხოლოდ იმ ოჯახების ქონება გამოთვალა, რომელთა შემთხვევაში თაობათა ცვლა მინიმუმ ერთხელ მაინც მომხდარა.

სიის სათავეში, უოლტონების ოჯახი მოხვდა, ოჯახი მსოფლიოში უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის Wallmart-ის მფლობელია. გამოცემის შეფასებით, ოჯახის ქონების ჯამურმა ღირებულებამ, $151 მილიარდი შეადგინა. Wallmart მთელი მსოფლიოს მაშტაბით, 12 ათასს სუპერმარკეტს ფლობს, კომპანიის გაყიდვები წლიურად დაახლოებით $500 მილიარდით განისაზღვრება. კომპანიის ისტორია 1945 წელს დაიწყო, როდესაც სემ უოლტონმა თავისი პირველი მაღაზია გახსნა.

უოლტონების ოჯახი

უოლტონების ოჯახი

ფოტო: Event-Chronicle.com

რეიტინგის მეორე ადგილზე, კოხების ოჯახი გავიდა. კოხების დინაასტიის ქონებამ, Bloomberg-ის შეფასებით $99 მილიარდი შეადგინა. კომპანია KOCH INDUSTRIES 1940 წელს ფრედ კოხმა დააარსა. თავდაპირველად მამის დაარსებული კომპანია, მის ოთხ შვილს მემკვიდრეობით თანაბრად გადაეცა, თუმცა ამჟამად კომპანიას ორი ძმა ჩარლზი და დევიდი კოხი ფლობს, მათ 1988 წელს, თავისი ორი ძმისგან გამოისყიდეს წილები საოჯახო ბიზნესიდან.

ჩარლზ და დევიდ კოხი

ჩარლზ და დევიდ კოხი

ფოტო: Time.com

მესამე ადგილზე აღმოჩნდა, მარსების ოჯახი, რომლებიც სრულად ფლობენ კომპანია Mars Inc-ს. ოჯახის ქონება გამოცემამ $90 მილიარდად შეფასა. კომპანია მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრენკ მარსმა დააარსა. Mars მსოფლიოში ტკბილეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მწარმოებელია, კომპანია ფლობს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: M&Ms, Snickers, Mars, Milky Way.

კომპანიის დამფუძნებელი, ფრენკ მარსი

კომპანიის დამფუძნებელი, ფრენკ მარსი

ფოტო: wikipedia.org

რეიტინგში აზიიდან მხოლოდ სამი ოჯახი მოხვდა, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ეს ოჯახები არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამდიდრდნენ და მათ შემთხვევაში არ მომხდარა თაობათა ცვლა, თუმცა ეს სურათი, დიდი ალბათობით მალე შეიცვლება და რეიტინგში კიდევ უფრო მეტ აზიურ ოჯახს ვიხილავთ.

უმდიდრესი აზიური ოჯახებიდან, ყველა მდიდარი $44 მილიარდის ქონებით ამბარის ოჯახი აღმოჩნდა.

რეიტინგში სულ 25 ოჯახი შედის, ამ ოჯახების ქონება ინდივიდუალურად $29 მილიარდიდან $150 მილიარდამდე მერყეობს ჯამურად კი ამ ოჯახების ქონების რაოდენობამ $1,1 ტრილიონი შეადგინა.

შედარებისთვის, რუსეთის ნომინალურმა მშპ-მ წინა წელს 1,4 ტრილიონი შეადგინა.