ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ 51-ე სკოლის დირექტორმა მომხდარზე პასუსიხსმგებლობა უნდა აიღოს.

"გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს კონფლიქტი წამოვიდა საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტიდან ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად ცნო, რომ იმ ორი ბავშვის, ა.ს-ს და თ.ჩ-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა. თუმცა მე ვერ ვიგრძენი მორალური პასუხისმგელობა დირექტორისგან. მაშინ როდესაც მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია."

საგამოძიებო კომიტეტი უკვე შეხვდა ზაზა სარალიძეს. ამ წუთებში ლევან დადუნაშვილის ოჯახის გამოკითხვა მიმდინარეობს.