Atlantic Council: რუსეთმა პოლონეთში შეჭრა შეიძლება ერთ ღამეში გადაწყვიტოს
ფოტო: კოლაჟი / On.ge / Shutterstock
ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი (Atlantic Council) ახალ კვლევას, შეჩერებისთვის შეიარაღებას, აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ წერს. კვლევის შესავალში წერია, რომ NATO-ს აღმოსავლეთ რეგიონი, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ასეთი დიდი საფრთხის წინაშე პირველად დგას.
ანალიზში ვკითხულობთ, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე პირველ რიგში ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთს ემუქრება.
"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, დასავლეთის მიმართ თავის ნეგატიურ და მტრულ დამოკიდებულებას არ მალავს, რადგან დასავლური ღირებულებები რუსეთის კლეპტოკრატიული რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენს", აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევის ავტორების შეფასებით, რუსეთის პრეტენზიები NATO-ს მიმართ, რომ ალიანსი ქვეყანას ალყაში აქცევს, პარადოქსულია, რადგან ორგანიზაციის სამხედრო აქტივობა ვერაფრით შეედრება თავად რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ევროპულ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო აგრესიით ემუქრება და სამეზობლოში არც სამხედრო ძალის გამოყენებას ერიდება. აქვე ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად ეძებს სისუსტეს და როგორც კი აღმოაჩენს, მაშინვე მოქმედებაზე გადადის:
"რუსეთის ნაბიჯებს იწვევს არა ძალის დემონსტრირება, არამედ სისუსტე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა. როდესაც ოფიციალური კიევი საშინაო პრობლემებში იყო ჩაფლული და მობილიზაციისა და გარეშე საფრთხისგან თავდაცვის უნარი არ ჰქონდა, რუსეთმა სიტუაციით ისარგებლა და ყირიმში შეიჭრა".
კვლევის ავტორების აზრით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ ძალის დემონსტრირებითა და მის წინააღმდეგ პრინციპული პოზიციის დაკავებით შეიძლება. ამის მაგალითად კი 2008 წლის ომი მოჰყავთ:
"როდესაც აშშ-მ შავი ზღვისკენ საბრძოლო გემები დაძრა და საქართველოს ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება აღუთქვა, რუსულმა არმიამ თბილისისკენ სვლა შეაჩერა".
სამხედრო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინი და მისი კაბინეტის რამდენიმე სანდო პიროვნება ექსკლუზიურად, საპარლამენტო შტოსა და კონსტიტუციის უგულებელყოფით იღებენ. შედეგად, პუტინს ნებისმიერ დროს შეუძლია აღასრულოს ნებისმიერი სახის სამხედრო მოქმედება. ამავდროულად, მის ხელშია დიპლომატიური, ციფრული, უშიშროებისა და მედია პროპაგანდის აურაცხელი რაოდენობის რესურსი.
ანალიზში ნათქვამია, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე პირდაპირ სამხედრო აგრესიას შეიძლება მოერიდოს, თუმცა ე.წ. ჰიბრიდული ომის წამოწყებისგან თავს არ შეიკავებს.
რუსეთი გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, 2013 წელს, გაზეთ Военно-промышленный курьер (სამხედრო-სამრეწველო კურიერი) ე.წ. ჰიბრიდულ ომს აღწერს და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებების წესები და მეთოდები შეიცვალა. მისი თქმით, ახლა ძირითადი ფოკუსი საინფორმაციო და ეკონომიკურ ომზეა გადატანილი, რასაც ემატება კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის საპროტესტო აქციების წამოწყების პოტენციალი.
"რუსეთი თავადაც ხვდება, რომ NATO-ს სამხედრო პოტენციალს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა რეგიონში უპირატესი სამხედრო ბალანსის შესაქმნელად საკმარისი საბრძოლო რესურსი აქვს", ვკითხულობთ ანალიზში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოულოდნელობის ეფექტი და სამხედრო მოქმედებების სისწრაფე ხსენებული უპირატესობის ნაწილია, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებს:
"ამ კუთხით 5 ელემენტი უნდა გავითვალისწინოთ:
- რუსეთის არმიის მოდერნიზება
- გაუვალი და შეუღწევადი ზონების შექმნის სტრატეგია (A2/AD)
- ატომური სტრატეგია
- მუდმივი სამხედრო წვრთნები
- კრემის გარშემო არსებული ბუნდოვანება"
კვლევის ავტორებს შემაშფოთებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს არასოდეს დაუმალავს და შეუნიღბავს თავისი მიზნები, NATO-სა და დასავლეთის ქვეყნებს ხშირად უკვირთ რუსეთის ქმედებები - მაგალითად, 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ, და 2014 წლის ყირიმის ანექსია:
"დასავლეთს არ ესმის რუსეთის, მათ ჰგონიათ, რომ მოსკოვი წესებს დაემორჩილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ ვაიძულებთ. NATO-ს ჰგონია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით, რუსეთიც ალიანსის მსგავსი ლოგიკით მოქმედებს. თუმცა, კრემლის ლოგიკა ასეთია - იმოქმედოს ყოყმანის გარეშე და გაატაროს საკუთარი ინტერესები მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება".
ანალიტიკოსების თქმით, მართალია, ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი NATO-ს პირდაპირ დაუპირისპირდება, მაგრამ ეს სიტუაცია შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს. მოსკოვმა შესაძლებელია დასავლეთის უყურადღებობით და სხვა კრიზისზე გადართულობით ისარგებლოს და სწორედ ამ დროს გადადგას ეს ნაბიჯი.
-
მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა

კომენტარები