რა კითხვები დაუსვეს დეპუტატებმა ძალოვანი სტრუქტურის მინისტრობის კანდიდატებს - სრულად
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და კითხვები დაუსვეს. ყველაზე ბევრი კითხვა დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს დაუსვეს. საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა ყურადღება მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე გაამახვილეს, ქართული ოცნების დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვეს.
კითხვები იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ თეა წულუკიანის განცხადებები გააკრიტიკა, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უკავშირდება.
"არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ თეა წულუკიანმა ბატონ შოთაძეს ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა და რამე კრიზისი ხომ არ გაქვთ? აზრი ხომ არ შეიცვალეთ იმასთან დაკავშირებით, შოთაძემ რაღაც ხომ არ დააშავა ნეტავ მოქალაქეებთან? აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი პასუხისმგებლობის აღქმა იმ კრიზისი ფონზე, როცა ადამიანი აბსოლუტურად გაითელა. ხუთი წელია თქვენ ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული და ხუთი წელია რეფორმების ტალღაზე საუბრობთ და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ დარჩენილი დროს ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის კითხვას დაუთმო, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება. ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დაინტერესდნენ, რატომ არ ასრულებს იუსტიციის მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4 წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
"რა გაძლევთ იმის შესაძლებლობს, რომ თავი დააყენოთ სასამართლოზე მაღლა და შეისწავლოთ მისი გადაწყვეტილება? ასევე, არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების აუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული? რომელიმე კერძო კომპანია რომ ფიგურირებდეს საქმეში დაიწყებდა თუ არა პროკურატურა გამოძიებას ჩვენი განცხადების საფუძველზე და მიუთითებს თუ არა ეს თქვენს ჩარევაზე საპროკურორო საქმიანობაში?", - წაიკითხა ელენე ხოშტარიამ ახობაძისა და სუბელიანის კითხვა.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის გამოსვლა ისეთივე არაადეკვატური იყო, როგორ მისი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დატოვება.
"ქალბატონო თეა, მე თქვენგან ველოდები პასუხებს, როგორ მოხდა, რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი თქვენს გამო, როგორ მოხდა, რომ ჩააფლავეთ სასამართლო რეფორმა? როგორ მოხდა რომ მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით, როცა ქალაქში ადამიანები საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ? ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ, ჩემი აზრით, და არა ბოღმა ანთხიოთ, როგორც ამას აკეთებთ ამდენი წლის განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონება, რომ თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როცა მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარი არ სურს", - მიმართა ირმა ნადირაშვილმა თეა წულუკიანმა.
ქართული ოცნების დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, რა სარგებელი მოუტანა საზოგადოებას სასამართლო რეფორმის სამმა ტალღამ და ასევე მოუწოდა თეა წულუკიანს, მიწის რეგისტრაციის დროებითი რეფორმა მუდმივად აქციოს, რათა მიწის რეგისტრაციის საკითხი გახანგრძლივდეს.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ნატო ჩხეიძის წიგნის სათაურის დაზუსტებით შემოიფარგლა.
"ქალბატონო თეა, დაბრუნებული ქონების ჩამონათვლის დროს, ავტომანქანებთან თვითმფრინავებთან და შვეულმფრენებთან ერთად ახსენა, რომ დაბრუნებულია ერთი წიგნი, იქნებ გვითხრათ, რა წიგნია ის, რომლის წართმევაც აუცილებლად მიიჩნია მაშინდელმა პროკურატურამ, ხოლო პატრონმა კი დაბრუნება?", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ქართული ოცნების დეპუტატებმა რატი იონათამაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსთან გაავლეს პარალელი.
"როგორ მოახერხეთ, რომ ბიუჯეტი აღარ ივსება საპროცედურო შეთანხმებებით შემოსული თანხებით. როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია სხვა რანგში, როგორ მოახერხეთ, რომ პროკურორები ასე მყისიერად რეაგირებენ საზოგადოებრივ მოთხოვნებზე, როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ქვეყანაში აღარ არსებობს, როგორ მოახერხეთ, რომ ასე მალე მიიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი და ანტიდისკრიმინაციული კანონი", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატ რატი იონათამაშვილს კითხვა არ დაუსვამს და თავის გამოსვლაში იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით შემოიფარგლა.
"უცნაურია, როცა ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროს პროგრესის დაკნინებას ცდილობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ეს ლოგიკურად მეჩვენება, იმიტომ რომ მათ არ უხარიათ, როცა სახელმწიფო უწყებები თავის მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ", - განაცხადა იონათამაშვილმა.
კითხვები შს მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას
ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული რეფორმები მოიწონა.
"უსაფრთხოების მნიშვნელობის ასე გააზრება, ხელფასის მატება პოლიციისთვის, სოციალური დაცვა, საცხოვრისი და პოლიციელების ბინებით უზრუნველყოფა, პოლიცის რეფორმა უბნის დონეზე - აი ეს არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც თქვენგან ველოდით და მხარს ვუჭერთ ამ გეგმებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა ევროპულ საპოლიციო სტრუქტურებთან და რა გეგმები აქვს შსს-ს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით.
უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დუშეთის რაიონში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და შს მინისტრს მათი მოგვარებისკენ მოუწოდა. ქუცნაშვილის თქმით, სისტემაში კადრების მიგრაციის პრობლემა დგას.
"მუნიციპალიტეტებიდან თითქმის ყველას თბილისის პოლიციაში უნდა გადმოსვლა და მიზეზი არის ის, რომ თბილისი აძლევს დანამატს და ეს მოტივაციას აძლევს პოლიციელებს, რომ არ იმუშავონ რეგიონში და იმუშავონ თბილისში", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, დუშეთის რეგიონში პოლიციელების კადრებისა და პოლიციის დეპარტამენტების პრობლემაა და გიორგი გახარიას მოუწოდა გაზარდოს პოლიციელების რაოდენობა ყაზბეგში და ააშენოს ორი დამატებითი განყოფილება დუშეთის მუნიციპალიტეტში.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირმა ინაშვილი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ხორავას ქუჩის გამოძიება და შს მინისტრს შუალედურ ანგარიშზე ჰკითხა.
კითხვები დევნილთა მინისტრობის კანდიდატს სოზარ სუბარს
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის სამოქმედო გეგმის მოსმენის შემდეგ, კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დამატებითი კითხვა მხოლოდ ევროპულმა საქართველომ დასვა.
ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ფაქტები, რომლის მიხედვითაც დევნილთა სამინისტრო უსაფუძვლო ხარჯებს სწევს.
"ზუგდიდში, როცა 10 მაისს ბინების გადანაწილება ხდებოდა თქვენმა სამინისტრომ იქირავა აპარტოტელი და 5 000 ლარი გადაიხადა, იგივე განმეორდა, როცა გორში ხდებოდა ბინების განაწილება. მე მაინტერესებს, რატომ არ იყენებთ მუნიციპალურ შენობებს და რატომ აძლევთ თავის იმის უფლებას, რომ ესეთი ტიპის ხარჯები გასწიოთ", - იკითხა ირმა ნადირაშვილმა.
კითხვები სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატს კახა კახიშვილს
ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვის დასმამდე სასჯელაღსულების მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა და შემდგომ ელექტრონული პატიმრობის რეფორმის მიმდინარეობით დაინტერესდა.
"შემცირდა გადატვირთულობა, დაიხურა არაერთი დაწესებულება, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, გაუმჯობესდა ჯანდაცვა, სიკვდილიანობა შემცირდა და მთელი რიგი ცვლილებები გვაქვს. მინდა, ვკითხო კახა კახიშვილს, როგორ ვითარდება ელექტრონული პატიმრობის რეფორმა, რა გეგმები გაქვთ მაღაზიების ქსელთან დაკავშირებით, ხომ არ გეგმავთ მის გაუმჯობესებას", - განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვები თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლევან იზორიას
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.
"ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს და იცავენ მშვიდობას მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ გამოთქვა სურვილი, რომ დეპუტატებმა გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით იცხოვრონ.
"მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიიდ პატივია. შესაბამისად, ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვები სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილს
უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე დაინტერესდა, რა შედეგს ელის ქეთევან ციხელაშვილის სამშვიდობო ინიციატივისგან სახელწოდებით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ეხება.
ნაციონალური მოძრაობის, დეპუტატის სალომე სამადაშვილის კითხვის ადრესატი, არა კონკრეტული მინისტრობის კანდიდატი, არამედ ზოგადად, გარდამავალი სამთავრობო გუნდი იყო.
დეპუტატი დაინტერესდა ფლობენ თუ არა მინისტრები ინფორმაციას ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებზე, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზებს ეხება. ის დაინტერესდა, უქმნის თუ არა მსგავსი საერთაშორისო განცხადებები ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ სუს აწარმოებს უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს პოლიტიკური წარმომადგენლების კონტროლისთვის.
"სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სუს კვლავ რჩება პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. თუ არსებობს გეგმა, რომ რეაგირება მიეცეს ამ შემთხვევებს, სენაკის შემთხვევას ვგულისხმობ, იგეგმება თუ არა ამ საქმის გამოძიება და რეაგირება და როდის იქნება ამ ქვეყანაში ისეთი ვითარება, როცა სუს გამოყენებული არ იქნება პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად, როცა ეს ხდება დღეს?", - განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც გარდამავალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ დასრულდა. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, გარდამავალ მთავრობას საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ფორმატში უსმენენ.
ძველი მთავრობისა და ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და უკვე სამი კვირის შემდეგ, მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობას წარადგენს.
-
გამოუშვეს სუპერკომპიუტერი, რომელიც ჯიბეშიც კი ჩაგეტევათ გამოუშვეს სუპერკომპიუტერი, რომელიც ჯიბეშიც კი ჩაგეტევათ
გადახედვა
-
გაიცანით არსება 24 თვალით, რომელიც ყველა მიმართულებით ერთდროულად ხედავს გაიცანით არსება 24 თვალით, რომელიც ყველა მიმართულებით ერთდროულად ხედავს
გადახედვა
-
რამდენად ერთგული არსებაა ადამიანი? — მეცნიერებმა ცხოველების მონოგამიურობა შეაფასეს რამდენად ერთგული არსებაა ადამიანი? — მეცნიერებმა ცხოველების მონოგამიურობა შეაფასეს
გადახედვა
-
2025 წლის 25 რჩეული ფილმი 2025 წლის 25 რჩეული ფილმი
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის მხოლოდ შსს-ს ნებართვით შეძენას გულისხმობს "ოცნების" პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის მხოლოდ შსს-ს ნებართვით შეძენას გულისხმობს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა "ოცნების" პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia იაპონიის ბაზარზე უპრეცენდენტო კონტრაქტით შედის ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia იაპონიის ბაზარზე უპრეცენდენტო კონტრაქტით შედის
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე საბურავი თეგეტა მოტორსში და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით გადააგორე ზამთარი — შეცვალე საბურავი თეგეტა მოტორსში და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ოკეანეებს, ზღვებსა და მდინარეებს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ოკეანეებს, ზღვებსა და მდინარეებს?
-
დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მიმართაც სრული სამოგზაურო აკრძალვა მოქმედებს დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მიმართაც სრული სამოგზაურო აკრძალვა მოქმედებს
გადახედვა
-
პუტინი: თუ კიევი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, რუსეთი სამხედრო გზით შეეცდება თავისი მიწების გათავისუფლებას პუტინი: თუ კიევი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, რუსეთი სამხედრო გზით შეეცდება თავისი მიწების გათავისუფლებას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
-
"ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს "ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს
გადახედვა
-
ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო) ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო)
-
ზჯისლავ ბეკშინსკი და მისი კოშმარული ხელოვნება ზჯისლავ ბეკშინსკი და მისი კოშმარული ხელოვნება
გადახედვა
-
თიბისი 33 წლისაა — თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია თიბისი 33 წლისაა — თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
-
"ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ემიგრანტებს უცხოეთში არჩევნებში ხმის მიცემას უზღუდავს "ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ემიგრანტებს უცხოეთში არჩევნებში ხმის მიცემას უზღუდავს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარი არ დაუჭირა "ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
-
ვიდეო: ვინ მოხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრში და რა პრობლემა აქვს კანონს ვიდეო: ვინ მოხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრში და რა პრობლემა აქვს კანონს
გადახედვა
კომენტარები