10 მარტს თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობისთვის აქცია გაიმართა
10 მარტს თეატრალურ უნივერსიტეტთან, თეატრალურ უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გაფიცული სტუდენტების ნაწილმა დღეს მიიღო შეტყობინება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
სტუდენტების სოლიდარობის აქციას შეუერთდა განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი გიორგი ჭანტურია. მისი თქმით, არც ერთხელ ამ ქვეყანაში არ გაუმარჯვია იმას, ვინც ებრძოდა სტუდენტებს და არც ამ შემთხვევაში არ გაიმარჯვებს ეს ბოროტი ძალა.
"რა უნდა იყოს ახლა ამაზე [სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტაზე] ჩვენი პასუხი თუ არა პროტესტი და წინააღმდეგობა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ეს პრინციპში მიბმულია იმასთან, რაც ხდება ქვეყანაში და ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ სტუდენტებთან. ეს არის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და არც ერთხელ ამ ქვეყანაში არ გაუმარჯვია იმას, ვინც ებრძოდა სტუდენტებს და არც ამ შემთხვევაში არ გაიმარჯვებს ეს ბოროტი ძალა. ამიტომ, თუ შეიძლება ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ სტუდენტებისადმი.
გაუმარჯოს სტუდენტებს!
სოლიდარობა სტუდენტებს!
სტუდენტობა სტუდენტებს!" — განაცხადა აქციაზე გიორგი ჭანტურიამ.
სტუდენტების სოლიდარობის აქციას შეუერთდა ასევე პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავეხმაროთ ამ სტუდენტებს, რომ გადავუხადოთ ჯარიმები, ან გავუუქმოთ და აღვადგინოთ უნივერსიტეტში, არამედ უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ჰყავდეთ ღირსეული პროფესორები და ღირსეული ადმინისტრაცია.
"ირონიულია, რომ ამ უნივერსიტეტის რექტორი არის ადამიანი, რომელიც იყო სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი. სანდრო ახმეტელი თავის დროზე გარიცხეს გიმნაზიიდან და რომ არ ექვთიმე თაყაიშვილი ის საერთოდ ვერ დაუბრუნდებოდა საგანმანათლებლო სივრცეს. მერე ცხადაია ვიცით რაც დაემართა. ოს იყო რეპრესიების მსხვერპლი. ამ გარიცხვის ეტაპზე ვართ ახლა. ჯერ დახვრებამდე არ მივსულვართ, მაგრამ ასეთი რეჟიმი აუცილებლად მიდის უკიდურეს ზომებამდე. უკიდურესი ზომებია, როცა ადამიანების მოკვეთას ცდილობენ საზოგადოებიდან.
ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავეხმაროთ ამ სტუდენტებს, რომ გადავუხადოთ ჯარიმები, ან გავუუქმოთ და აღვადგინოთ უნივერსიტეტში, არამედ უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ჰყავდეთ ღირსეული პროფესორები და ღირსეული ადმინისტრაცია", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ნაწილმა შეტყობინება მიიღო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტაზე. პუბლიკას ცნობით, ასეთი შეტყობინება 7-მა სტუდენტმა მიიღო.
მოგვიანებით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს კი ერთი თვის აქვს ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ასევე იხილეთ:
- თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ სტუდენტური მოძრაობის 7 წევრს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა
- თეატრალური უნივერსიტეტი: სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება
- თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსში პროტესტის შესახებ არაფერი წერია
- სიმონ ჯანაშია: თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ჰყავდეთ ღირსეული პროფესორები და ღირსეული ადმინისტრაცია
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები