ქოლ-ცენტრის ქართული "იმპერია" — ჟურნალისტური გამოძიება
ფოტო: აი ფაქტი
თბილისის ცენტრში, საბურთალოზე მოქმედ ორ ქოლ-ცენტრში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე მათ 6 100-ზე მეტ უცხოელ მსხვერპლს 35 მილიონი დოლარზე მეტი გამოსძალეს.
საქართველოში მოქმედ ამ თაღლითურ ინდუსტრიას 8 თვის განმავლობაში 32 სხვადასხვა მედიის ჟურნალისტი იძიებდა. შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს წყარომ მიაწოდა ორ ტერაბაიტამდე მოცულობის მასალა, სადაც თავმოყრილი იყო თბილისში მდებარე ქოლ-ცენტრიდან გაჟონილი მონაცემები: ოფისის დერეფნის სამეთვალყურეო კამერების კადრები, თაღლითების სამუშაო კომპიუტერების ეკრანის ჩანაწერები, ზარების აუდიო ფაილები. აქვე იყო ნახევარ მილიონზე მეტი შიდა დოკუმენტი გაცილებით დიდი საინვესტიციო თაღლითური ქსელიდან, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ისრაელში, კვიპროსზე, ბულგარეთში, უკრაინასა და ესპანეთში.
შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალა OCCRP-ს და საერთაშორისო მედიებს გაუზიარა. "აი, ფაქტი" როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი, ამ გზით ჩაერთო ქოლ-ცენტრების ამბის გამოძიებაში. სწორედ შვედი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების გამოკვლევითა და ანალიზით მოახერხეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა არამარტო თაღლითების ნამდვილი ვინაობების პოვნა, არამედ მთლიანად ქსელის მუშაობის პრინციპების გამოკვლევა.
გამოძიების ძირითადი მიგნებები:
· გაჟონილი მასალებიდან ვიგებთ, რომ ქოლ-ცენტრები განთავსებულია მდიდრულ საოფისე შენობებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ თაღლითურ კომპანიებს ემსახურებიან მარკეტინგული ფირმები და ბანკები.
· თბილისის შუაგულში მოქმედი ქოლ-ცენტრიდან ევროპელ, ამერიკელ და კანადელ მსხვერპლებს "სკამერებმა" 2022-2025 წლებში 35 მილიონ დოლარზე მეტი მოპარეს.
· საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრის უკან შპს A.K. Group დგას. კომპანიის ოფიციალური მფლობელი 36 წლის მერი შოთაძეა. ის მართავს უცხო ენების მცოდნე ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად ძარცვავს.
· აღმოჩნდა, რომ ამ პროცესს შოთაძესთან ერთად მართავს მისი ბიზნეს-პარტნიორი, 33 წლის აკაკი ქევხიშვილი.
· A.K. Group ცდილობს საჯაროდ არსად გამოჩნდეს: არც ინტერნეტში აქვთ ინფორმაცია განთავსებული და არც აბრაა გამოკრული მათ ოფისებთან. თუმცა, კომპანიის წვეულებაზე გადაღებული და შემთხვევით საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოები ჟურნალისტებს ქოლ-ცენტრის თანამშრომლების ამოცნობაში დაეხმარათ.
A.K. Group-ში დასაქმებული "სკამერები" და ინფრასტრუქტურა თბილისში, მინიმუმ ორ ოფისში იყო გადანაწილებული: საბურთალოზე, ქავთარაძისა და შარტავას ქუჩებზე. კვალის დაფარვის მიზნით, ეს ორივე ოფისი დაქირავებული აქვთ კომპანიებს, რომელთაც ნომინალური მფლობელები ჰყავთ.
გამომძიებელი ჟურნალისტები ხედავდნენ "სკამერების" ორ ტელეგრამჯგუფს სახელწოდებებით Back Office და "აკელები". მათ შიდა მიმოწერებში აშკარად ჩანს, რომ ისინი კარგად აცნობიერებენ, როგორ ანგრევენ კლიენტების ცხოვრებას. ხანდახან აბუჩადაც კი იგდებენ მსხვერპლებს — სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ან დასცინიან იმაზე, რომ თაღლითურ სქემაში გაებნენ.
ზოგმა მსხვერპლმა ამ დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინა, ზოგმა – არა. ექსპერტებმა OCCRP-ს აუხსნეს, რომ ასეთი საქმეების გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაში რამდენიმე სერიოზული გამოწვევა არსებობს, მათ შორისაა თაღლითობების ტრანსნაციონალური ხასიათი, სამართალდამცავი ორგანოების სპეციალიზებული ცოდნის ნაკლებობა და მსხვერპლების დაბალი აქტიურობა.
"ამ ონლაინ თაღლითობების მეშვეობით ყოველწლიურად, დაახლოებით, 500 მილიარდი დოლარი გამომუშავდება. ამჟამად ვვარაუდობთ, რომ კიბერდანაშაულს შეუძლია ნარკოტიკებით ვაჭრობის მსგავსი შემოსავალი მოიტანოს. … ლეპტოპი ახლა კრიმინალური ჯგუფების არსენალში ყველაზე მძლავრი იარაღია," — – უთხრა OCCRP-ს იურგენ შტოკმა, ინტერპოლის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
ქოლ-ცენტრების საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურაც. მათ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, გასულ წლებში არაერთი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს და დალუქეს. თუმცა, როგორც ჩანს, დასალუქი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.
"საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას… მოცემულ ეტაპზე, AK Group-ის Milton Group-თან კავშირის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს," — გვიპასუხა პროკურატურამ წერილობით გაგზავნილ კითხვებზე.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი მოიწერა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.
"თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიება არ განეკუთნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მის ხელთ არსებულ ნებისმიერ ოპერატიულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის შესაბამისს სამსახურს."
ადამიანმა, რომელმაც ქოლ-ცენტრების შიდა მასალა შვედურ მედიას მიაწოდა, თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თაღლითები დაუსჯელები რჩებიან.
"თაღლითებს შეუძლიათ თითქმის ღიად იმოქმედონ, რადგან მათ ვერავინ აფერხებს. ამ დანაშაულების უმეტესობა გამოუძიებელი რჩება. ბევრი დამნაშავე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. თუნდაც ერთი ასეთი თაღლითობის გამოძიება სამართალდამცავებისგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს, მაშინ როცა, ერთი თაღლითიც კი, ყოველდღიურად არაერთ ასეთ დანაშაულს სჩადის. ამას ემატება ისიც, რომ ათასობით თაღლითი ყოველდღე ამ საქმიანობაშია ჩართული. საერთაშორისო მასშტაბით რეალური ცვლილებების გარეშე, ეს პრობლემა არასოდეს მოგვარდება," — ამბობს წყარო.
ჟურნალისტური გამოძიება სრულად ნახეთ ifact.ge-ზე.
ავტორები: OCCRP, აი, ფაქტი, სტუდია მონიტორი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC).
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები