კლოდ მალურე: ტრამპის გზავნილი ისაა, რომ მის მოკავშირეობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის არ დაგიცავს
საფრანგეთის სენატის წევრმა, კლოდ მალურემ 6 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა. მალურემ ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციაზე და საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც რადიკალურად შეიცვალა. მან მოუწოდა ევროპელ ლიდერებს გააქტიურებისკენ და უკრაინის გვერდით დადგომისკენ.
სენატორის გამოსვლის თარგმანს გიორგი თუშმალიშვილი აქვეყნებს.
"ევროპა თავისი ისტორიის გზაჯვარედინზეა. ამერიკული ფარი იფშვნება, უკრაინა მიტოვების ხიფათის ქვეშაა, რუსეთი ძლიერდება.
ვაშინგტონი ნერონის სამეფო კარს დაემსგავსა ფიცხი იმპერატორით, დამონებული კარისკაცებით და კეტამინით გაბრუებული ტაკიმასხარით, რომელსაც საჯარო სამსახურის წმენდა ანდეს.
ეს თავისუფალი სამყაროს ტრაგედიაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების ტრაგედია. ტრამპის გზავნილი ისაა, რომ მის მოკავშირეობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის არ დაგიცავს, უფრო მეტ გადასახადებს დაგიწესებს ვიდრე საერთო მტრებს, დაგემუქრება შენი ტერიტორიებით დაკავებით და იმავდროულად მხარს დაუჭერს შენსსავე დამპყრობელს...
შეერთებული შტატების ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ დანებებულა მტერს. არავის დაუჭერია მხარი აგრესორისთვის მოკავშირის წინააღმდეგ. არავის გაუთელავს ამერიკის კონსტიტუცია, არავის გამოუცია ამდენი უკანონო დეკრეტი, არავის გაუთავისუფლებია მოსამართლეები, რომლებიც მას შეზღუდავდნენ ამ უკანონობაში, არავის გაუყრია გაერთიანებული შტაბის სამხედროები ერთი ხელის მოსმით, არავის შეუსუსტებია სახელმწიფო კონტროლი, დაუწესებია შეზღუდვები მედიაზე.
ეს არ არის უბრალოდ ლიბერალიზმისგან გადახრა, ეს დემოკრატიის კონფისკაციის დასაწყისია. გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ერთი თვე, სამი კვირა და ორი დღე დასჭირდა ვაიმარის რესპუბლიკისა და მისი კონსტიტუციის ჩამოშლას.
მე მჯერა ამერიკის დემოკრატიის სიძლიერისა, და ქვეყანა უკვე გამოხატავს პროტესტს. მაგრამ, ერთ თვეში ტრამპმა უფრო მეტად ავნო ამერიკას, ვიდრე წინა პრეზიდენტობის ოთხ წელიწადში. ჩვენ ვებრძოდით დიქტატორს, ახლა ვებრძვით დიქტატორის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს...
ზუსტად იმ წამს, როდესაც ტრამპი ზურგზე ხელს უცაცუნებდა მაკრონს თეთრ სახლში, შეერთებული შტატები ხმას აძლევდა გაეროში რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ევროპელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ჯარების გაყვანას ითხოვდნენ...
არაფერი შეგვეშალოს. უკრაინის მარცხი ევროპის მარცხის ტოლფასი იქნება. ბალტიის რესპუბლიკები, საქართველო, მოლდოვა უკვე რიგში დგანან. პუტინის მიზანია იალტისკენ შემობრუნება, როცა ნახევარი კონტინენტი დაეთმო სტალინს...
პუტინის მიზანია ბოლო მოუღოს მსოფლიო წესრიგს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააფუძნეს 80 წლის წინ და რომლის უპირველესი პრინციპია ტერიტორიების ძალადობრივად მიერთების არდაშვება...
მაშ, ჩვენ მარტო ვართ. მაგრამ, ტყუილია, თითქოს პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდეს. კრემლის პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთი ცუდ ვითარებაშია. სამი წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებულმა მსოფლიოს მეორე არმიამ მხოლოდ მცირედი მიწების დაკავება შეძლო იმ ქვეყნისა, რომელიც მასზე სამჯერ ნაკლებია მოსახლეობით...
შოკი ძლიერია, მაგრამ საჭირო. ევროპელები მიხვდნენ, რომ უკრაინის გადარჩენა და ევროპის მომავალი მათ ხელშია...
ჩვენ უნდა ავაშენოთ (აქამდე) უგულებელყოფილი ევროპული თავდაცვა, რომელიც გავწირეთ 1945 წლიდან მოყოლებული ამერიკული ქოლგის სანაცვლოდ...
ეს ჰურკულესის დარი ამოცანაა, მაგრამ მისი დაძლევით თუ ვერდაძლევით იმსჯელებენ დღევანდელი დემოკრატიული ევროპის ლიდერებზე ისტორიის წიგნები...
ტრამპისტები აღარ იმყოფებიან თავიანთი სუვერენობის ზენიტში. ისინი აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს და სოციალურ ქსელებს... მაგრამ, ამერიკის ისტორიაში თავისუფლებისთვის მებრძოლები ყოველთვის იმარჯვებდნენ. ისინი უკვე მზად არიან წამოსწიონ თავები.
ჩვენმა წინაპრებმა დიდ ფასად დაამარცხეს ფაშიზმი და კომუნიზმი. ჩვენი თაობის გამოწვევაა 21-ე საუკუნის ტოტალიტარიზმების დამარცხება...", — განაცხადა კლოდ მალურემ.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები