გადაიხადე PLUS და MR ქულებით და მიიღე ფასდაკლება 20-მდე სასტუმროში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებისთვის კარგად ცნობილია PLUS და MR ქულების სისტემა — ყოველი გადახდისას ავტომატურად აგროვებთ ქულებს, შემდეგ კი მათი გადაცვლა სხვადასხვა ნივთსა თუ მომსახურებაში შეგიძლიათ. MR ქულებს საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები აგროვებენ, ხოლო PLUS ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას ხდება, გამორჩეულად მეტი PLUS ქულა კი PLUS ბარათით გროვდება.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებლებს — აპრილის ბოლომდე, 20-მდე პარტნიორ სასტუმროში PLUS და MR ქულებით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის შემდეგ რამდენიმე დღით ქალაქ გარეთ დასასვენებლად წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი.
სად შეგიძლიათ ისარგებლოთ შეთავაზებით?
კახეთი
კახეთი ყველა სეზონზე თავისებურად ლამაზია, გამონაკლისი არც გაზაფხულია, როცა თბილი მზით განათებული მინდვრები და ახლად ამწვანებული ვენახები ნელ-ნელა გამოღვიძებას იწყებს. საქართველოს ბანკის შეთავაზება კახეთის ხუთ სასტუმროზე იმოქმედებს. მათ შორისაა, ამბასადორი კაჭრეთი, ჩოგბურთისა და გოლფის კორტებით, წინანდლის რედისონი, თავისი ისტორიული მარნით, მუზეუმითა და პარკით და ყვარლის ტბა, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობით.
სამთო კურორტები
მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანსა და გუდაურს უმეტესად ზამთრის კურორტებად ვიცნობთ, მათი უნიკალური ბუნება, მთები, ტყეები და ჰავა გაზაფხულზეც შესანიშნავია დასასვენებლად. სამთო კურორტებიდან გამოირჩევა სვანეთიც, სადაც დასასვენებლად წასვლა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა. Marco Polo, Bakuriani Inn, Best Western Gudauri და Gistola იმ სასტუმროების ჩამონათვალია, სადაც შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით და მონატრებული გაზაფხულის პირველ მზის სხივებს მაღლმთიან ადგილას შეხვდეთ.
ქუთაისი
ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია, სადაც წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესოა მოგზაურობა. ყოველ ჩასვლაზე შეგიძლიათ, ახალ-ახალი ადგილები აღმოჩინოთ, ამ გამოცდილების მიღებაში კი, ხშირად სასტუმროები გვეხმარება. ქუთაისში მასპინძლობას ორი თანამედროვე სასტუმრო გაგიწევთ – Best Western Kutaisi და Kutaisi Inn, აქ თქვენ PLUS და MR ქულებით გადახდისას ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ბორჯომი/საირმე
თუ გაზაფხულის პირველი დღეების გატარება მშვიდ გარემოში გაქვთ გადაწყვეტილი, ბორჯომი და საირმე იდეალური ვარიანტებია, თავიანთი ფიჭვნარი ტყეებითა და მთის სუფთა ჰაერით. სასტუმროები Borjomi Likani და Borjomi Palace ბორჯომის ცენტრში, წიწვოვანი ტყეების შუაგულში მდებარეობს, სულ ახლოს მინერალური წყლის საბადოებისგან, რითიც ეს ადგილი გამოირჩევა. რაც შეეხება საირმეს, საქართველოს ბანკის შეთავაზება აქ ორ სასტუმროში – Crown Plaza-ში და Sairme Resort-ში იმოქმედებს.
გორი
გორი მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობებით არ არის გამორჩეული. ქალაქში დაგხვდებათ თანამედროვე სასტუმრო Gori Inn, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და კომფორტული დასვენების ყველა პირობას გთავაზობთ. სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილია გამწვანებული პარკი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუზითაც ისარგებლოთ, აქტიური დასვენების მოყვარულებს კი, სასტუმროში ველოსიპედებიც დახვდებათ.
ქულების დაგროვება და გადაცვლა
PLUS ქულების დაგროვება ძალიან მარტივია – ნებისმიერი გადახდისას ისინი ავტომატურად ემატება თქვენს ანგარიშს. ხშირად, სასიამოვნო მოულოდნელობაა, როცა აღმოაჩენთ, რომ საკმარისი ქულები დაგიგროვდათ სასურველი პროდუქტის ან მომსახურების მისაღებად. გაზაფხულის სეზონზე PLUS ქულების გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათი გადაცვლაა სასტუმროების ფასდაკლებებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრებ L-ის მფლობელები PLUS ქულებით გადახდისას დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. შესაბამისად, პარტნიორ სასტუმროებში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის და სასტუმროების სრული ჩამონათვალის სანახავად, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს ეწვიოთ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები