სირიის სახელისუფლებო ძალებმა 1000-მდე ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს — რა ხდება
სირიაში ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე დიდი სისხლისღვრა დატრიალდა — სანაპირო რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
შეტაკება ისლამისტურ ხელისუფლებასა და ალავიტთა შეიარაღებულ ფორმირებებს შორის მოხდა, რომლებიც ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს (რომელიც, თავის მხრივ, სწორედ ალავიტთა სექტის წარმომადგენელი იყო).
მსხვერპლთა შორის ასეულობით მშვიდობიანი ალავიტი მოქალაქე მოხვდა, რაც უფლებადამცველებმა მიზანმიმართულ შურისძიებად შეაფასეს.
როგორ დაიწყო ძალადობა?
შეტაკება 6 მარტს დაიწყო, როცა, სირიის ხელისუფლების ცნობით, სანაპირო რეგიონში ასადის რეჟიმის მხარდამჭერებმა თავდასხმა წამოიწყეს. სუნიტურმა ისლამისტურმა მთავრობამ რეგიონში დამხმარე რაზმები გაგზავნა, რათა, ოფიციალური ვერსიით, "ასადის მთავრობის ნარჩენების მომაკვდინებელი, კარგად დაგეგმილი და წინასწარ ჩაფიქრებული" თავდასხმა აღეკვეთათ.
როგორც კი დამხმარე ძალები რეგიონს მიუახლოვდნენ, ახალი ადმინისტრაციის მომხრე მეჩეთებმა ხალხს ჯიჰადისკენ და თავდაცვის ძალების დახმარებისკენ მოუწოდეს. 7 მარტის დილით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ალავიტების ქალაქებსა და სოფლებში უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. Syrian Observatory-მ, რომელიც ბრიტანული Human Rights-ის შვილობილი ორგანიზაციაა, განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მხარდაჭერილმა ძალებმა 973 ალავიტი მოქალაქე მოკლეს.
გარდა ამისა, შეტაკებებში დაიღუპა 250 ალავიტი მებრძოლი და 230-ზე მეტი სამთავრობო ჯარისკაცი.
ვინ არიან ალავიტები?
ალავიტთა სექტა სუნიტი მუსლიმების შემდეგ, სირიაში უდიდესი რელიგიური ჯგუფია. მათი სარწმუნოება შიიტური ისლამის განშტოებაა.
ბაშარ ალ-ასადი ალავიტური ჯგუფიდან გამოყვანილ ჯარისკაცებს ეყრდნობოდა არმიასა და უსაფრთხოების სამსახურებში, რადგან, როგორც აღინიშნა, თავად ასადიც ალავიტია. 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებამ ორი რელიგიური ჯგუფი ერთმანეთთან უკიდურესად დააპირისპირა — ალავიტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს შიიტური ირანისა ხელისუფლება და ლიბანური ჰეზბოლა.
სირიის ახალმა ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ, 2015 წელს (როცა მისი ორგანიზაცია ჯერ კიდევ ალ-ქაიდას განშტოება იყო), Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალავიტთა სექტა "ისლამისგან გასულია" და მათ რწმენის შეცვლისკენ მოუწოდა. ასადის დამხობის შემდეგ, ალ-შარამ განაცხადა, რომ სირიის მართვას ინკლუზიური გზით აპირებს, თუმცა ალავიტთა წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
ალ-შარამ განაცხადა, რომ ასადის მხარდამჭერები სირიის ახალ სამოქალაქო ომში გახვევას ცდილობენ და ამის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიძიებს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტებს და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.
ძალადობამ საერთაშორისო განგაში გამოიწვია. აშშ-მ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, დასაჯოს "რადიკალი ისლამისტი ტერორისტები", რომელთაც ხალხი დახოცეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა X-ზე დაწერა, რომ ალავიტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა ალ-შარას ჯიჰადისტური "ნამდვილი" სახე გამოაჩინა.
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
კომენტარები